ჟოაუ კანსელუ პორტუსთან მატჩის შემდეგ

ჟოაუ კანსელუ პორტუსთან მატჩის შემდეგ

"პორტუსთან" მატჩის მთავარმა გმირმა, ჟოაუ კანსელუმ, რომელმაც გოლთან ერთად ასისტიც მიითვალა, Movistar+-თან კომენტარი გააკეთა.

ეს ფინალი იყო და ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. კლუბი მერვედფინალში გავიყვანეთ, სადაც ვიმსახურებთ ყოფნას. ეროვნულ ნაკრებსა და ვალესაში მატჩებისას ბარძაყის დაჭიმულობას ვგრძნობდი. დღეს ცოტათი უფრო. დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდის "ატლეტიკოსთან" ვიქნები. როცა შედეგები არაა, არც ნდობაა იგივე. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მოწიფული, მოზარდი ჯგუფი და სხვა ახალგაზრდა ხალხი გვყავს. ჩვენ დიდებული ადამიანური ჯგუფი გვყავს. "ატლეტიკოზე" უნდა ვიფიქროთ. მარჯვნივაც და მარცხნივაც თავს კარგად ვგრძნობ. ასევე ცენტრშიც. ვცდილობ გუნდს დავეხმარო. დიახ, ბალდე ასევე იმსახურებს თამაშს. როგორც ვთქვი, ჩვენ მოთამაშეთა შესანიშნავი ჯგუფი გვყავს. ახლა დროა ფორმა აღვიდგინოთ და კვირას გავიმარჯვოთ.

 - თქვა პორტუგალიელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 29 ნოემბერი 2023 23:39
    1
    შენი მენტალობა და მოტივაცია მისცა ბევრს გუნდში !
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 29 ნოემბერი 2023 22:16
    1
    დღეს ყოჩაღ, მაგრამ ატლეტიკოსტან თამაში ძალიან რთული გამოვა, მე დიდი ხანია ასეთი ძლიერი და შემტევი ატლეტიკო არ მახსოვს. შემტევებიდან მემფისიც კი სათადარიგოზე უზით და ჟოაო ფელიშს საერთოდ ვერ უპოვეს თავდასხმაში ადგილი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 29 ნოემბერი 2023 12:14
    3
    კაი ტიპია ეს, მომწონს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 29 ნოემბერი 2023 08:43
    8
    თავი შემაყვარე შე მაიმუნო უკვე. ნეტავ ცოტა ახალგაზრდა იყო, რომ კიდევ დიდხანს ვუყურო შენნაირ ფლანგის მცველს ჩემს კლუბში😍
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 ნოემბერი 2023 08:07
    8
    უფულობის დედას რო შემოურბინა უმტიტიმ, ამ კაცში 50 მილიონს რომ გთხოვს სიტი, მიუგდე ეგ ფული და დაისვენე, ყველაფერი რომ შეუძლია ტიპს😱
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #3 29 ნოემბერი 2023 08:01
    2
    ციტატა: azulgerana
    რაფინია რა ქინძია ბიჭო

    ქინძი მარტო რაფინია რომ იყოს რა გვიჭირს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 ნოემბერი 2023 05:11
    2
    რაფინია რა ქინძია ბიჭო
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #1 29 ნოემბერი 2023 02:49
    16
    შეგვაყვარე თავი უკვე უნდა დარჩე აქ ❤️