ჟერარ პიკე: ჩემზე კრიტიკა არ მოქმედებდა

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერარ პიკემ იმ ზეწოლაზე ისაუბრა, რომელსაც კატალონიური კლუბის მოთამაშეები განიცდიან.
"ბარსელონაში" თამაში რთულია. ჩვენ განსაკუთრებული კლუბი ვართ, სადაც ყველაფერი თამაშზეა დამოკიდებული და თუ ის გულშემატკივართა მოლოდინებს არ შეესაბამება, მაშინ, კარგი შედეგების შემთხვევაშიც კი, გაკრიტიკებენ.
კრიტიკა ჩემზე, როგორც მოთამაშეზე, არ მოქმედებდა, მაგრამ ეს ის საფასურია, რომელიც "ბარსაში" სათამაშოდ უნდა გადაიხადო. შენ ხარ კლუბში, რომელშიც უნდა გაიმარჯვო და ყოველთვის კარგად ითამაშო. ეს ცხოვრების წესია.
- თქვა პიკემ El Larguero-სთან ეთერში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]