ბარსელონა გავის შემცვლელს არ გაიფორმებს | Marca

"ბარსელონა" ნახევარმცველის შეძენას არ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ გავიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო და მთელი სეზონის გამოტოვება მოუწევს.
როგორც Marca წერს, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერების აუცილებობა არაა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
პირველ რიგში, ეს გუნდის ეკონომიკურ პრობლემებს ეხება. ლა ლიგის წესების თანახმად, კლუბს შეუძლია გაიფორმოს მოთამაშე, რომელიც გავის ხელფასიდან 80%-ს მიიღებს, რაც ფინანსურ ანგარიშგებას არ მოიცავს. თუმცა, ეს პრობლემებს შეუქმნის სხვა ზონის გაძლიერების საკითხს, რომელიც ახლა კლუბისთვის პრიორიტეტულია. კერძოდ, ეს ეხება ვიტორ როკეს ტრანსფერის დახურვას, ცენტრალური ნახევარმცველის გაფორმებასა და ასევე პორტუგალიელების, ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს გამოსყიდვას ან იჯარის გახანგრძლივებას.
გარდა ამისა, ახლა "ბარსას" ტრანსფერებისთვის ფული არ ჰყოფნის. ასევე სპორტული ასპექტი თავის როლს თამაშობს. ეს ფერმინ ლოპესის პროგრესს ეხება. სამწვრთნელო შტაბი მიიჩნევს, რომ 20 წლის ნახევარმცველს დიდი მომავალი აქვს, მას ძალიან ენდობიან და მიიჩნევენ, რომ შეუძლია გავის კარგი შემცვლელი გახდეს.
"ლურჯ-ბროწეულისფერები" ასევე მიიჩნევენ, რომ სეზონის დასასრულებლად ხუთი ნახევარმცველი საკმარისია. აქედან სამი ძირითადი - ფრენკი დე იონგი, ილქაი გიუნდოგანი და პედრი, ხოლო ორი შემცვლელი - ორიოლ რომეუ და ფერმინ ლოპესი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]