გავის ოპერაცია 28 ნოემბერს ჩაუტარდება

გავის ოპერაცია 28 ნოემბერს ჩაუტარდება

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, გავიმ, საქართველოს ნაკრებთან მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო.

ოფიციალური ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელს, ჯვარედინი იოგების გაწყვეტის გარდა მენისკიც აქვს დაზიანებული. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გავის ოპერაციას ექიმი ჟოან კარლეს მონლიაუ, 28 ნოემბერს ჩაუტარებს. 2021 წელს მან ოპერაციები ფილიპე კოუტინიოსა და მარტინ ბრეითუეიტს, ხოლო 2013 წელს კარლეს პუიოლსა და ჯონათან დოს სანტოსს ჩაუტარა.

წინასწარი ცნობებით, გავი 7-დან 9 თვე იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის ეს სეზონი დასრულებულია და დიდი ალბათობით, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატსაც გამოტოვებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 ნოემბერი 2023 14:54
    0
    სამწუხაროა. იმედია ქრონიკული ტრავმები აღარ ექნება დაბრუნების შემდეგ და ფორმასაც მალე აღიდგენს.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ნოემბერი 2023 18:00
    0
    რეალი ზეიმობს?