ბარსელონა გავის შემცვლელად ტიაგო ალკანტარას განიხილავს

ბარსელონა გავის შემცვლელად ტიაგო ალკანტარას განიხილავს

საქართველოს ნაკრებთან მატჩში "ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა, გავიმ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და წინასწარი ცნობებით 7-დან 9 თვემდე გაუცდება.

კატალონიური კლუბი მის შემცვლელს უკვე ეძებს და Sport-ის ჟურნალისტის, ჟორდი ხილის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" "ლივერპულის" ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას კანდიდატურას განიხილავენ, რომელსაც "სქაუზერებთან" კონტრაქტი შემდეგ ზაფხულში ეწურება. კლუბს სჯერა, რომ მას "ბარსას" დნმ აქვს. მოგეხსენებათ, ის "ბლაუგრანას" აკადემიის აღზრდილია და მშობლიური კლუბი 2013 წელს დატოვა, როდესაც მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდა.

ხერარდ რომეროს ინფორმაციით კი ტიაგოს გარდა დანი პარეხოსა ("ვილიარეალი") და გვიდო როდრიგესის ("ბეტისი") შესაძლო ტრანსფერები განიხილება, რომლებიც ჩავის ფავორიტი ვარიანტებია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 22 ნოემბერი 2023 14:53
    1
    Chico, ლივერპულში იმიტომ ვერ თამაშობს რომ კლოპს ჯანიანი , ასე ვთქვათ, box to box ნახ. მცველები სჭირდება და ტიაგო ეგეთი ნამდვილად არ არის. ფლიკის ბაიერნში წამყვანი ფიგურა იყო ტრებლი რომ მოიგეს იმ წელს. ბარსას აღზრდილია და ვფიქრობ გუნდს მაგრად გაააძლიერებს.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #17 22 ნოემბერი 2023 08:22
    2
    სტატიის ბოლოს ისეთი სახელები წავიკითხე ტიაგო ინიესტაა მაგათთან შედარებით.
    ფანი [?]
    #16 22 ნოემბერი 2023 02:35
    1
    ხალხო განაგებინეთ ერთი, საერთოდ რატომ განიხილება მისი დამატება? ერთხელ გაუშვეს ბარსადან, როცა კლუბი პიკზე იყო, ბაიერნში ძირითად შეცვლაზე თამაშობდა, ლივერპულიც აღფრთოვანებული არ არის და რაც მთავარია ტრამვების რეციდივი აქვს. ბოლოს მოედანზე ამა წლის აპრილში გამოვიდა, იმის მერე ჰოსპიტსლშია, კაცს 8 თვე ფეხბურთი არ უთამაშია……. რათ უნდათ ეს კაცი? რის დნმ -ზეა ლაპარაკი? ვის მოსდის თავში ასეთი აზრები? გასაგებია, რომ ფული არა აქვთ და ძლიერს ვერ დაიმატებენ, მაგრამ რათ უნდათ კიდევ ერთი ბალასტი კისერზე? რა ვქნა, არ მესმის ეს სტრატეგია….
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 22 ნოემბერი 2023 01:55
    1
    ტიაგოს ვინმემ გვერდით, რომ ჩაურბინოს ტრავმა გარანტირებული აქვს.
    ჩავი გენაცვალე გემოვნებაში.
    [?]
    #14 22 ნოემბერი 2023 00:11
    0
    აუ სად გაახსენდათ, მოარული ტრავმა, ბოლო 2 სეზონში ერთად 5 იგრას ვერ მოუყარა თავი, ლივერპული ლანგრით მოგვართმევს მარა გავის თემამ როკეც მაგრა დააზარალა, ახლა ნახევარმცველი გახდა პრიორიტეტი იანვარშივე, 2 კაცს კიდე ვერ დაარეგისტრირებენ. ერთიც თუ მოიყვანეს ეგეც საკითხავია. არადა გვჭირდება როკე ზამთარშივე
    Culé [?]
    #13 21 ნოემბერი 2023 20:31
    2
    ციტატა: CuleTillIDie
    რით ან საიდან გირჩევნია შეიძლება ვიკითხო? 5 წუთიც არ ექნება ამ სეზონში ნათამაშები

    კი ლო სელსოს საკლუბო კარიერა ვერ წავიდა კარგად მაგრამ ზოგადად უფრო ნიჭიერი ფეხბურთელიცაა ზელინსკიზე და არგენტინის ნაკრებში მსოფლიომდე სანამ დაიმტვრეოდა ძირითადის კაცი იყო და მაგრადაც თამაშობდა, არც ლო სელსოზე ვამბობ რო უეჭველი გაამარტლებს, უბრალიდ ზელინსკის მირჩევნია
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    Culé [?]
    #12 21 ნოემბერი 2023 19:38
    0
    ამის ერთი ვარჯიშის მერე დაიდება სტატია: ბარსელონა გავის შემცვლელის - ტიაგო ალკანტარას შემცვლელს ეძებს 😀

    ციტატა: ani-messi-goat
    ციტატა: Jorkaeff
    ზელინსკი არ ახანგრძლივებსო იწერება და რო დაჩალიჩდნენ არა? ტიაგო კარგია მაგრამ ძაან ბევრს ტოვებს სეზონში თამაშს და ლაზარეთში ისეც არ გვაქვს ადგილი ამის საწოლი.

    ნაპოლიშიც ვერაფერს შვება ეგ, ლო სელსო მირჩევნია მაგას


    რით ან საიდან გირჩევნია შეიძლება ვიკითხო? 5 წუთიც არ ექნება ამ სეზონში ნათამაშები 😀😀
    --------------------
    #infinit8iniesta
    Culé [?]
    #11 21 ნოემბერი 2023 18:50
    1
    ტიგო ცუდი ვარიანტი არასდროს არაა, თუმცა ტრავმებიი.... ერთი დაიმტვრა და მის მაგივრად კოჭლის მოყვანა მთლად ჭკვიანური არაა
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #10 21 ნოემბერი 2023 18:39
    0
    ციტატა: ani-messi-goat
    ციტატა: Jorkaeff
    ზელინსკი არ ახანგრძლივებსო იწერება და რო დაჩალიჩდნენ არა? ტიაგო კარგია მაგრამ ძაან ბევრს ტოვებს სეზონში თამაშს და ლაზარეთში ისეც არ გვაქვს ადგილი ამის საწოლი.

    ნაპოლიშიც ვერაფერს შვება ეგ, ლო სელსო მირჩევნია მაგას


    შეიძლება მაგ ვარიანტიც კი. თან ეს რაფინოა უნდათ დეზებს და რო ჩართონ ტრანსფერში ლო სელსო მგონი არ იქნება უსაშველო გასაჩარხად.
    Culé [?]
    #9 21 ნოემბერი 2023 18:30
    1
    ციტატა: Jorkaeff
    ზელინსკი არ ახანგრძლივებსო იწერება და რო დაჩალიჩდნენ არა? ტიაგო კარგია მაგრამ ძაან ბევრს ტოვებს სეზონში თამაშს და ლაზარეთში ისეც არ გვაქვს ადგილი ამის საწოლი.

    ნაპოლიშიც ვერაფერს შვება ეგ, ლო სელსო მირჩევნია მაგას
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    წევრი [?]
    #8 21 ნოემბერი 2023 18:17
    0
    ზელინსკი არ ახანგრძლივებსო იწერება და რო დაჩალიჩდნენ არა? ტიაგო კარგია მაგრამ ძაან ბევრს ტოვებს სეზონში თამაშს და ლაზარეთში ისეც არ გვაქვს ადგილი ამის საწოლი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 21 ნოემბერი 2023 17:49
    0
    მე გამისწორდება ამის დაბრუნება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 21 ნოემბერი 2023 17:25
    9
    არა დნმ ნამდვილად აქვს,მაგრამ ასევე ოსტეოხონდროზი და რადიკულიტიც.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #5 21 ნოემბერი 2023 17:03
    8
    გავი ექიმის მერე ეგრევე დარბაზში მივიდა ბიჭებთან 😭😭 მაგას რა მოასვენებს არ ვიცი ცარიელი მებრძოლი სულია ბავშვიი👆
    Culé [?]
    #4 21 ნოემბერი 2023 16:49
    2
    ციტატა: JustBarcaLover
    იმედია ჭორია

    რომეუს ჭორს აღარ ჯობია???????????????
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 ნოემბერი 2023 16:46
    2
    მაგარ შარში ვართ, გვეგონა სანაკრებო პაუზების შემდეგ ქულების დაგროვებას დავიწყებდით, რა გამოდის გავი დავკარგეთ, შტეგენს დისკომფორტი აქვსო და ვინ იცის რა დონეზეა საერთოდ. მაგრამ ნაკრებიდან რო გამოუშვებენ ცხადია ვერ არის კარგად საქმე.
    Culé [?]
    #2 21 ნოემბერი 2023 16:32
    3
    ახლა არვიცი რა ფორმაშია 3 წლის წინ ძაან მაგარი სეზონი ქონდა, რომეუს და მსგავსი უკლასო იგროკების მოყვანას ამის დამატება ჯობია ოღონდ ზამთარში
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    ფანი [?]
    #1 21 ნოემბერი 2023 16:16
    2
    იმედია ჭორია