ხრისტო სტოიჩკოვი: Golden Boy-ს მუსიალას ან ბალდეს გადავცემდი

"ბარსელონას" ლეგენდარული ბულგარელი ფეხბურთელი, ხრისტო სტოიჩკოვი Golden Boy 2023-ის შედეგებს გამოეხმაურა.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ ჯილდოს წინა გამარჯვებული, გავი, მეორედ ვერ მოიგებდა, მუსიალას ან ბალდეს ავირჩევდი, რომელმაც "ბარსელონასთან" ერთად ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
- ციტირებს სტოიჩკოვის სიტყვებს Tuttosport.
როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული ჯილდო მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა მოიგო, რომელიც "სამეფო კლუბს" დორტმუნდის "ბორუსიადან", გასულ ზაფხულში შეუერთდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]