ტოტენჰემს რაფინიას გაფორმება სურს

"ბარსელონას" ბრაზილიელმა შემტევმა, რაფინიამ, შესაძლოა, კვლავ ინგლისურ პრემიერ ლიგაში ითამაშოს.
როგორც Sport იტყობინება, 26 წლის მარჯვენა გარემარბის შეძენით "ტოტენჰემია" დაინტერსებული. "ლურჯ-ბროწეულისფერებს" რაფინიას სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო სურთ, თუმცა "დეზები" ასეთი თანხის გადასახდელად მზად არ არიან და გარიგებაში თავიანთი მოთამაშის ჩართვას აპირებენ.
წყაროს ინფორმაციით, გაცვლით გარიგებაში, შესაძლოა, "ტოტენჰემის" 25 წლის არგენტინელი მცველი, კრისტიან რომერო ჩაერთოს, რომელსაც როგორც ცენტრში, ასევე მარჯვენა ფლანგზე თამაში შეუძლია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]