ბარსელონამ შემდეგ ზაფხულში მარტინ სუბიმენდის შეძენა გადაწყვიტა

"ბარსელონამ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ერთ-ერთ ვარიანტზე მუშაობა უკვე დაიწყო.
Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელებმა გადაწყვიტეს, რომ მომავალ წელს "სოსიედადის" საყრდენი ნახევარმცველი, მარტინ სუბიმენდი გაიფორმონ. როგორც წყარო დასძენს, ეს მათი აბსოლუტური პრიორიტეტია და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
სუბიმენდი ესპანეთის ნაკრებშიც თამაშობს. 24 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი ბასკურ კლუბთან 2027 წლამდეა გათვლილი და Transfermarkt მის სატრანსფერო ღირებულებას 40 მილიონ ევროდ აფასებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]