17-წლამდელთა მუნდიალი: ესპანეთი ისევ ბარსელონელების წყალობით იგებს

ინდონეზიაში მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატი გრძელდება და ესპანეთის ნაკრები "ბარსელონელების" დახმარებით წარმატებით გამოსვლას განაგრძობს.
დღეს ესპანეთი 1/8-ფინალში იაპონიას დაუპირისპირდა. "ფურია როხას" სასტარტო შემადგენლობაში 7 "ბარსელონელი" იყო: ექტორ ფორტი, პაუ კუბარსი, პაუ პრიმი, მარკ გიუ, ხუან ერნანდესი, ანდრეს კუენკა, კიმ ჟუნიენტი.
ესპანელებმა 2-1 მოიგეს და ორივე გოლი ისევ "ბარსელონელებმა" გაიტანეს. მე-8 წუთზე ანგარიში კიმ ჟუნიენტმა გახსნა, 74-ე წუთზე კი მან მარკ გიუს გაატანინა.
1/4-ფინალში ესპანეთი გერმანიასა და აშშ-ს შორის უფრო ძლიერს დაუპირისპირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]