გავიმ ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა - მისთვის სეზონი დასრულებულია

სამწუხაროდ, გავიმ ესპანეთსა და საქართველოს შორის გამართულ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი 26-ე წუთზე იძულებით დატოვა.
კატალონიის რადიოს ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. გავი ხვალ ბარსელონაში დამატებით ტესტირებას გაივლის, მაგრამ მისთვის სეზონი დასრულებულია.
"ბარსელონა" ესპანეთის ნაკრების თავკაც ლუის დე ლა ფუენტეზე ძალიან გაბრაზებულია, რადგან ის გავის პრაქტიკულად არ ასვენებს.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთს ჯგუფიდან გასვლა განაღდებული ჰქონდა და დე ლა ფუენტემ კვიპროსთან სასტარტოში მყოფი ფეხბურთელებიდან დღეს 9 მათგანი დაასვენა, მან გავი მაინც ძირითადში დააყენა. მწვრთნელს ბევრი ალტერნატივა ჰქონდა და ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ალოგიკურია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 42 ]