კლასიკური მოგება ქალების ელ კლასიკოში

კლასიკური მოგება ქალების ელ კლასიკოში

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ქალების "ელ კლასიკო", რომელიც "ბარსელონამ" "კლასიკური" ანგარიშით მოიგო.

"ბარსელონას" ქალების გუნდს "რეალ მადრიდთან" აქამდე ყველა თამაშში მოგება ჰქონდა და გამოკვეთილ ფავორიტად დღესაც "ბლაუგრანა" ითვლებოდა.

კატალონიელებმა მადრიდელ სტუმრებს 5 უპასუხო ბურთი გაუტანეს. "ბარსამ" პირველი ტაიმი 3-0 მოიგო, მეორე კი - 2-0.

ანგარიში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, აიტანა ბონმატიმ გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს თავი ჰანსენმა და მარიონა კალდენტეიმაც გამოიჩინეს.

90-ე წუთამდე ანგარიში უცვლელი იყო, თუმცა ბოლო წუთებში თავი "ბარსას" ორმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა გამოიჩინა. მეოთხე გოლი კლაუდია პინამ გაიტანა, ხოლო შეხვედრაში წერტილი 17 წლის ვიკი ლოპესმა დასვა, რომელიც ქალების "ელ კლასიკოს" ყველაზე ახალგაზრდა მეგოლედ იქცა.

"ბარსელონას" ქალთა გუნდს მიმდინარე სეზონში ყველა თამაში მოგებული აქვს. ესპანეთის ჩემპიონატის 9 ტურში კატალონიელებმა გაიტანეს 39 და გაუშვეს მხოლოდ 2 გოლი.

1-0

2-0

3-0

4-0

5-0

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 19 ნოემბერი 2023 21:36
    1
    პერესი, ის ბებერი მაფიოზი, რომ ,,ნასიამოვნები" დარჩებოდა ეს რად ღირს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 19 ნოემბერი 2023 19:55
    5
    კაცები ვერ იტანენ და ქალების გოლებს მაინც ვუყუროთ, ძველი ბარსა მაგონდება მესი რო გულაობდა რეალის საჯარიმოში.
    Culé [?]
    #6 19 ნოემბერი 2023 19:28
    4
    ჯოისტიკით თამაშობენ. 3-0 რომ იგებენ და ბოლო წუთებზე 2 გოლს კიდევ რომ იტანენ ეგაა ნამდვილი მონდომება, ბოლო გოლი ყველაზე კაი იყო თან, საიდან შემოურბინა იმ ბავშვმა relaxed
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 ნოემბერი 2023 19:19
    1
    Yvereba qalebi gvyavs...
    ფანი [?]
    #4 19 ნოემბერი 2023 19:05
    1
    ციტატა: GAUCHO 8
    მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა, მარკუს ტურამმა თავისი ბავშვობის ისტორია გაიხსენა, სადაც "ბარსელონას" ლეგენდა, ლიონელ მესი ფიგურირებს.

    "10 წლის ასაკში "ბარსას" ვარჯიშზე წავედი, რათა მამაჩემი (ლილიან ტურამი) მენახა. ბუცები კი თან არ მქონდა.

    მესი ახალგაზრდა იყო. ვარჯიშის მერე მინდოდა, რომ სხვა ბავშვებთან ერთად მეთამაშა. ლეო თითქმის ჩემი ზომის იყო: მე 38 ზომის ფეხსაცმელი მეცვა, მას კი - 40-41. მან ბუცები მათხოვა, ვითამაშე, შემდეგ კი მითხრა: "დაიტოვე".

    10 წლის ვიყავი და ვერ მივხვდი, რა მოხდა. მეორე დღეს ის ბუცები მეგობარს მივეცი. ამას დღემდე ვნანობ,"

    ვაი🤕

    პეპსის ის რეკლამა გამახსენდა,ბექემს რო თხოვს მაიკა მომეციო და პეპსის ქილას რო გაწმენდს მერე ის ბავშვი smile smile smile smile
    გულშემატკივარი [?]
    #3 19 ნოემბერი 2023 18:46
    1
    მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა, მარკუს ტურამმა თავისი ბავშვობის ისტორია გაიხსენა, სადაც "ბარსელონას" ლეგენდა, ლიონელ მესი ფიგურირებს.

    "10 წლის ასაკში "ბარსას" ვარჯიშზე წავედი, რათა მამაჩემი (ლილიან ტურამი) მენახა. ბუცები კი თან არ მქონდა.

    მესი ახალგაზრდა იყო. ვარჯიშის მერე მინდოდა, რომ სხვა ბავშვებთან ერთად მეთამაშა. ლეო თითქმის ჩემი ზომის იყო: მე 38 ზომის ფეხსაცმელი მეცვა, მას კი - 40-41. მან ბუცები მათხოვა, ვითამაშე, შემდეგ კი მითხრა: "დაიტოვე".

    10 წლის ვიყავი და ვერ მივხვდი, რა მოხდა. მეორე დღეს ის ბუცები მეგობარს მივეცი. ამას დღემდე ვნანობ,"

    ვაი🤕
    ფანი [?]
    #2 19 ნოემბერი 2023 17:46
    3
    არაადამიანური სტატისტიკაა 39 გატანილი გოლი და 2 გაშვებული!
    წევრი [?]
    #1 19 ნოემბერი 2023 17:29
    3
    მანიტა მიართვეს გოგოებმა!