ინიგო მარტინესი: ჩავი უნდა დავიცვათ, სიტუაცია შეიცვლება

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ინიგო მარტინესი გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ჩავი ერნანდესზე საუბრობს.
მწვრთნელის თანხმობის გარეშე ასეთ გუნდში ვერ მოხვდები. ჩვენი საუბრის პირველივე წუთებიდან ის ჩემს მიმართ ნდობას ყოველთვის იჩენდა, მას სურდა თავის გუნდში ვეხილე და ამის გამო მისი მადლიერი ვარ. მას ყველაფრის გამო უნდა გადავუხადო, რაც ჩემთვის გააკეთა და რაც მთავარია - მოედანზე.
არავის ეპარება ეჭვი მის თავდადებაში, იმაში, თუ რამდენად კარგი მწვრთნელია. ის დიდი მოთამაშე იყო და დიდი მწვრთნელი გახდება. გასული სეზონი წარმატებული გამოდგა და გვსურს კიდევ მეტს მივაღწიოთ, ასეთია მიზანი. ჩავი ყოველთვის ნორმალურად და ბუნებრივად იქცეოდა და კვლავ ასეთი ადამიანია. ის თითქმის არ შეცვლილა.
როცა აუცილებელია, ჩავი ხმას უწევს. ეს ნამდვილად ასეა. ის შესანიშნავი მწვრთნელია, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ის უნდა დავიცვათ, სიტუაცია შეიცვლება. აქ გამარჯვება მნიშვნელოვანია - როგორც კარგ, ასევე ცუდ მატჩებში. თამაშს გავაუმჯობესებთ.
- ციტირებს მარტინესის სიტყვებს Sport.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]