ბარსელონა პაბლო ტორეს სიტუაციით უკმაყოფილოა

ბარსელონა პაბლო ტორეს სიტუაციით უკმაყოფილოა

"ბარსელონადან" "ჟირონაში" განათხოვრებულ ნახევარმცველს, პაბლო ტორეს არასაკმარისი სათამაშო დრო ეძლევა.

20 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა "ჟირონაში" მხოლოდ 120 წუთი ითამაშა და ჟურნალისტ ჟორდი ბოფილის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ამით უკმაყოფილოა. მათ სურთ, რომ ტორეს მეტი სათამაშო დრო მიეცეს და თუ მალე არაფერი შეიცვლება, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა იანვარში განიხილება.

"ბარსელონამ" პაბლო ტორე 2022 წელს, "რასინგიდან", 5 მილიონ ევროდ გაიფორმა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი გუნდის მაისურით მან 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 ნოემბერი 2023 20:08
    0
    აქ ტორე არაფერ შუაშია უბრალოდ დემბელე გამახსენდა, მოკლედ საფრანგეთმა გიბრალტარს იმდენი გოლი გაუტანა(14) რო დემბელესაც შეხვედროდა ერთი. მოკლედ იმისათვის რო დემბელემ ბურთი გაიტანოს გუნდმა მინიმუმ 13 გოლი უნდა გაიტანოს. მაგარი სტატისტიკა უგროვდება.
    ფანი [?]
    #4 19 ნოემბერი 2023 15:36
    2
    რა კარგად გამოდის არა? ყიდულობ 5 მლნ, იმიტომ რომ ხედავ რომ კარგია, მაგრამ სათამაშო დროს არ აძლევ, იმიტომ რომ თურმე არც ისე კარგია. უშვებ ამ არც ისე კარგს გუნდში, რომელიც ამ სეზონის ლიდერია, გასწრებს 4 ქულით და უცხადებ ამ გუნდს პრეტენზიას, რომ რატომ ეს შენთვის არც ისე კარგი, არ მოიაზრება იმ ლიდერ გუნდში როგორც კარგი და არ ეძლევა სათამაშო დრო,. თანაც იმუქრები, რომ იანვარში შეწყვიტავ იჯარას და ამ არც ისე კარგს დააბრუნებ შენს გუნდში, სადაც რა თქმა უნდა ასევე არ ექნება სათამაშო დრო და ეს არც ისე კარგი გახდება ცუდი…. თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ლიდერი გუნდიდან ყიდულობ არც ისე კარგ ნახევარდამცველს, რომელიც ერთხელ უკვე მოიშორე, რადგან არც ისე კარგი იყო, რომელზეც ყველა გეუბნება, რომ ეხლაც არც ისე კარგია, და შენ მაინც ყიდულობ, თანაც თანხის ნაწილს მასვე ახდევინებ, ჰპირდები, რომ ის კარგია და ძირითადში ითამაშებს, ვის არ უნდა ბარსას ძირითადში თსმაში, მითუმეტეს არც ისე კარგს,. მოგყავს შენს გუნდში და ნათელი ხდება რასაც ამდენი ხალხი გიძახდა, ეს ნახევარდამცველი აღმოჩნდა არც ისე კარგი ,აღარ აძლევ სათანადო დროს და ეძებ სხვას. ამ დროს ლიდერი გუნდი მზად არის დაიბრუნოს თავისი მოთამაშე, მაგრამ როგორც უკვე მიჩვეულები ვართ, ამ არც ისე კარგს იმისთანა ფასს დაადებენ, რომ არავინ იყიდის და როგორც ყოველთვის, კიდევ უფრო გაიზრდება გუნდის არც ისე კარგი ფეხბურთელების სია, და შესაბამისად გაიზრდება არც ისე კარგი და უაზრო ხარჯების რაოდენობა. ბარსას სატრანსფერო კომპანია არის სრული აბრაკადაბრა… დრო გადის და არც არაფერი იცვლება, მატულობს შეცდომა-შეცდომაზე და ხარჯი-ხარჯზე…..
    [?]
    #3 19 ნოემბერი 2023 10:34
    2
    გაუშვან სხვაგან, უფრო დაბლა, მალიორკა ალმერია ან რამე. 120 წუთი ჩვენთანაც შეხვდებოდა რო დარჩენილიყო პედრის და ფრენკის ტრავმების გადამკიდე. პლჯუს გავის ყოველ 5 თამაშში ერთხელ დისკვალიპიკაცია აქ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 ნოემბერი 2023 02:19
    0
    ამ ტემპით ხალხი დაელეწება ჟირონას და მოუწევთ ამისი გამოყენება
    ფანი [?]
    #1 19 ნოემბერი 2023 00:02
    6
    დააბრუნეთ ნახევარ მცველები არ არიან გუნდში და სკამისთვის იდეალური ვარიანტია პედრი გავუ პაბლო და ფერმინი იქნებიან როტაციაში ხოლმე რო ტრამვები აირიდონ
    ჟირონა ახლა მაქსიმალურად არის ქულების მოგროვებაზე გადართული სადამდეც გაქაჩავენ გაქაჩავენ და ნამდვილად არ ცხელათ ტორეს დატესტისთვის მაგათი მინიმუმი წელს ევროპა ლიგის ზონაა