ხვიჩამ მესისთან შეხვედრა გაიხსენა: ის საოცარი პიროვნებაა

საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან, ლიონელ მესისთან შეხვედრას იხსენებს.
მესისთან შეხვედრა იყო ისტორია, რომელიც, შეიძლება, არ დამიჯეროთ. ამის შემდეგ მესი ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა. რა თქმა უნდა, არა როგორც ფეხბურთელი. რთულია, იპოვო ასეთი ფეხბურთელი ისტორიაში.
რომ ვისხედით, რეკლამის დროს პაუზა იყო. მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. უცებ ფეხზე ადგა. ვფიქრობდი, თუ რატომ დგება, რადგან ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ ვმსხდარიყავით და ბევრი არ გვემოძრავა. მესი ჩემკენ მოდიოდა, მე კი ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ხელი როცა გამომიწოდა, ძალიან დავიბენი. წამოვდექი და ხელი ჩამოვართვი.
ასეთი ადამიანი, ამხელა ფეხბურთელი რომ დგება შენთვის გამარჯვების სათქმელად... მაგარი პიროვნება არის და ძალიან ვაფასებ.
- განაცხადა ხვიჩამ "ხშირად დასმულ კითხვებში" ანდრო ხელაძესთან საუბრისას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]