ოფიციალურად: ბარსელონა წლის ბოლოს დალასში კლუბ ამერიკას დაუპირისპირდება

ოფიციალურად: ბარსელონა წლის ბოლოს დალასში კლუბ ამერიკას დაუპირისპირდება

"ბარსელონა" 2023 წელს მექსიკურ "ამერიკასთან" მატჩით დაასრულებს - შეხვედრა 21 დეკემბერს, დალასში გაიმართება. 

"ალმერიასთან" შეხვედრის (20 დეკემბერს) დასრულებისთანავე გუნდი აშშ-ში გაემგზავრება. "ამერიკასთან" მატჩი "ქოთონ ბოულ სთედიუმზე" ჩატარდება, სადაც "ბარსა" 2022 წლის ზაფხულში "იუვენტუსს" დაუპირისპირდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები ბარსელონაში დაბრუნდებიან (ან იქ გაემგზავრებიან, სადაც საშობაოდ წასვლა სურთ).

Soccer Media Solutions-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ამ გუნდებს შორის ისტორიაში მე-7 მატჩი იქნება. პირველად ისინი ერთმანეთს 1937 წლის ცნობილი ჩრდილოეთ ამერიკული ტურნეს დროს დაუპირისპირდნენ. ბოლოს "ბარსელონა" და "ამერიკა" ერთმანეთს 12 წლის წინ, 2011 წელს, ასევე დალასში შეხვდნენ - მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ "კლუბ ამერიკაში" "ბლაუგრანას" ყოფილი ფეხბურთელი, ჯონათან დოს სანტოსი თამაშობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 ნოემბერი 2023 19:09
    0
    20-ში თუ ლა ლიგის თამაში აქვთ, 21-ში ამერიკაში როგორ ითამაშებენ. ფრენას უნდა მარტო 8-9 საათი და დასვენება აღარ უნდათ.
    Culé [?]
    #1 18 ნოემბერი 2023 00:12
    0
    მაგ თამაშისთვისთვის გადახალისებული შემადგენლობით უნდა ვიყომაროთ:

    პენია
    კანსელუ-კუნდე-კრისტესტენი-ბალდე
    რობერტო-რომეუ-გარიდო
    რაფინია-ფელიქსი-ალაკრონი


    ასტალარგა
    ფორტი-კუბარსკი-ინიგო-ალონსო
    პაუ ვიქტორი-კასადო-უნაი ერნანდესი
    იამალი-გუი-ფერან ტორესი

    გავი, პედრი, დე იონგი, ლევანდოვსკი, არაუხო, ფერმინი, ტერ შტეგენი - დაისვენონ ამ ხალხმა
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა