სიტის ჟოაუ კანსელუს გაყიდვა სურს, ბარსას კი კვლავ იჯარა

"ბარსელონაში" იჯარით მყოფი მარჯვენა მცველის, ჟოაუ კანსელუს მომავალი, ჯერ-ჯერობით, გაურკვეველია.
როგორც Sport იტყობინება, მომავალ ზაფხულში კატალონიელებისთვის პორტუგალიელის პირდაპირ შეძენა რთული იქნება. კანსელუს სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროდ ფასდება.
"მანჩესტერ სიტის", რომელიც 29 წლის ფეხბურთელის უფლებებს ფლობს, კანსელუს გაყიდვა სურს, "ბარსელონა" კი იმედოვნებს, რომ ინგლისურ კლუბს მორიგ იჯარაზე შეუთანხმდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]