ჟოან ლაპორტა: კლუბი ჩავის სრულ ნდობას უცხადებს და მისით ამაყობს

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს სრულ ნდობას უცხადებს.
მინდა დავადასტურო, როგორც ეს ადრე დეკუმ და ჩემი მმართველობის ხელმძღვანელებმა გააკეთეს, რომ ჩვენს მწვრთნელს მხარს სრულად ვუჭერთ და მისი პროფესიონალიზმისა და ადამიანური თვისებების გამო კლუბის სათავეში მისი ხილვა ჩვენთვის დიდი სიამაყეა.
ჩვენ სწორ გზაზე ვართ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კარგი პოზიციები გვაქვს ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაში. ახლა ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.
გვაქვს დრო, რათა ტრავმირებულ მოთამაშეებს აღდგენის საშუალება მივცეთ და შემდეგ ყველა მათგანი ჩავის განკარგულებაში იქნება. მნიშვნელოვანია, თუ როგორ დასრულდება ეს სეზონი. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ფინიშის ხაზისთვის ძალები გვქონდეს.
- ციტირებს ლაპორტას Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]