არაუხოს გოლი და მოგება არგენტინაში

არაუხოს გოლი და მოგება არგენტინაში

გუშინ ღამით სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი თამაშები გაიმართა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრას არგენტინამ უმასპინძლა, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ურუგვაის დაუპირისპირდა.

ლეო მესის არგენტინა მუნდიალის მოგების შემდეგ პირველად დამარცხდა, რაშიც თავისი წვლილი რონალდ არაუხომაც შეიტანა. არგენტინაში 2-0 მოგებულ შეხვედრაში ანგარიში სწორედ "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა გახსნა. არაუხომ მატჩი, რა თქმა უნდა, სრულად ჩაატარა და ის ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო.

არგენტინის მსგავსად წააგო რაფინიას ბრაზილიამაც, რომელიც შინ უქულოდ კოლუმბიიდან დაბრუნდა. "ბლაუგრანას" შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მან მოედანზე 82 წუთი გაატარა.

5 ტურის შემდეგ შესარჩევ ჯგუფს 12 ქულით არგენტინა ლიდერობს, 10 ქულით მეორეა ურუგვაი, ბრაზილია კი, რომელსაც 7 ქულა აქვს, მე-5 პოზიციას იკავებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 ნოემბერი 2023 19:31
    0
    და მესის რა დაემართა, აწყობილი იყო არგენტინა ამ ბოლო დროს.
    Culé [?]
    #4 17 ნოემბერი 2023 15:14
    0
    ციტატა: Iniesta_8
    ციტატა: C.PC5
    ძაან თსლ თაობა ყავს ურუგვაის, არაუხო უპირობო ლიდერია რათქმაუნდა, დარვინი არაა ამ ეტაპზე მთლად სასურველ ფორმაში მაგრამ მოიხოდება და დაიწყებს ისევ გატანას, ჰალანდთან რათქმაუნდა მეორე ნომერი იქნება ყოველთვის მაგრამ ბევრად გუნდური ტიპია ეს, როგორ მინდა ბარსამ რომ დაითრიოს🥲

    დარვინი რატომ გინდა ბარსაში, მაზილას სახელი აქვს უკვე მიწებებული იმდენ მომენტს აფუჭებს.

    ბენფიკას დარვინი გვინდა ლივერპული კიარა😃
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #3 17 ნოემბერი 2023 13:53
    1
    ამ ურუგვაის სულ მაგარი სასტავი ყავს და შედეგი 0 წყევლა აქვთ ტიპებს 😂
    Culé [?]
    #2 17 ნოემბერი 2023 13:17
    0
    ციტატა: C.PC5
    ძაან თსლ თაობა ყავს ურუგვაის, არაუხო უპირობო ლიდერია რათქმაუნდა, დარვინი არაა ამ ეტაპზე მთლად სასურველ ფორმაში მაგრამ მოიხოდება და დაიწყებს ისევ გატანას, ჰალანდთან რათქმაუნდა მეორე ნომერი იქნება ყოველთვის მაგრამ ბევრად გუნდური ტიპია ეს, როგორ მინდა ბარსამ რომ დაითრიოს🥲

    დარვინი რატომ გინდა ბარსაში, მაზილას სახელი აქვს უკვე მიწებებული იმდენ მომენტს აფუჭებს.
    Culé [?]
    #1 17 ნოემბერი 2023 12:26