ლამინ იამალი: ლევანდოვსკისთან კონფლიქტი? მასთან კარგად ვარ

"ბარსელონას" 16 წლის შემტევმა, ლამინ იამალმა კვიპროსთან მატჩში გამარჯვების (3-1) შემდეგ, სადაც მან ანგარიში გახსნა, კომენტარი გააკეთა.
ლევანდოვსკისთან კონფლიქტი? მან უკვე ახსნა ყველაფერი, ეს არის ის, რაც მოედანზე ხდება თანაგუნდელთან, რომელთანაც კარგად ვარ. ჩვენ ბედნიერები ვართ.
ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებითა და შესაძლებლობით, რომ გატანილი გოლით გუნდს დავეხმარე. ძალიან ბედნიერი ვარ ამ მაისურის ტარებით და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თანაგუნდელების წყალობით, რომლებიც მოედანზე ძალიან მეხმარებიან.
- თქვა იამალმა.
როგორც მოგეხსენებათ, "ალავესთან" გამართულ შეხვედრაში იამალმა ლევანდოვსკის პასი არ გაუკეთა, რის გამოც პოლონელი ახალგაზრდა ფეხბურთელს გაუბრაზდა და ხელი არ ჩამოართვა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]