ჟოაუ კანსელუმ ლიხტენშტეინს გაუტანა

ახლახანს დასრულდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი პორტუგალიისა და ლიხტენშტეინის ნაკრებებს შორის.
შეხვედრის 46-ე წუთზე, დიოგუ ჟოტას პასით კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიში გახსნა. 57-ე წუთზე კი, "ბარსელონაში" იჯარით მყოფმა ჟოაუ კანსელუმ ანგარიში გაზარდა და საბოლოო შედეგი, 0-2 დააფიქსირა.
მატჩში მონაწილეობა ასევე "ბლაუგრანაში" იჯარით მყოფმა მეორე პორტუგალიელმა, ჟოაუ ფელიშმაც მიიღო. ორივე ჟოაუ მოედნიდან 87-ე წუთზე გავიდა.
პორტუგალიის ნაკრები J ჯგუფს 27 ქულით ლიდერობს და ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს, ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]