ჟოან ლაპორტა: მინდა კომპანია Limak-ს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა ვუთხრა

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ "კამპ ნოუს" რეკონსტრუქციის საკითხზე კომენტარი გააკეთა.
ჩვენ ვესაუბრეთ ყველა მომუშავესა და ხელმძღვანელს, რომლებიც საქმეში არიან ჩართულები, ასევე კომპანია Limak-სა და სხვა კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლობენ. ბედნიერები ვართ, რადგან კარგი ტემპით მივდივართ. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, ერთ წელიწადში, 2024 წლის მიწურულს, ჩვენს სტადიონს დავუბრუნდებით. ვიმედოვნებ, რომ შოუებითა და ფეხბურთით ვისიამოვნებთ, ხალხი კი სტადიონზე კვლავ სახლში იგრძნობს თავს, რომელიც არქიტექტურული ძვირფასი ქვა იქნება. მინდა Limak-ს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა ვუთხრა.
- განაცხადა ლაპორტამ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]