ესპანეთმა კვიპროსი დაამარცხა - ლამინ იამალმა გოლი გაიტანა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ესპანეთისა და კვიპროსის ეროვნულ ნაკრებებს შორის.
შეხვედრა ესპანელებმა, ანგარიშით 3-1 მოიგეს. ანგარიში მე-5 წუთზე, "ბარსელონას" 16 წლის გარემარბმა, ლამინ იამალმა გახსნა. ეს უკანასკნელი 73-ე წუთზე, თავისმა თანაკლუბელმა, ფერან ტორესმა შეცვალა. რაც შეეხება გავის, მან სრული მატჩი ჩაატარა, ინიგო მარტინესი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
"ფურია როხა" A ჯგუფს 18 ქულით ლიდერობს, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კი 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]