კარვახალი პიკეს პასუხობს: მას ჩვენი ბოლო ტრიუმფის გახსენება არ სურს

"ბარსელონას" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ლეგენდარულმა ჟერარ პიკემ მადრიდის "რეალის" მე-14 ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"ბარსას" გამარჯვებებს სამუდამოდ იმახსოვრებენ. როცა "რეალი" იმარჯვებს, ეს მხოლოდ გამარჯვებაა. მათ ბოლო ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფს არავინ გაიხსენებს.
- განაცხადა პიკემ.
ამ განცხადებას მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველი, დანი კარვახალი გამოეხმაურა:
მას ამის გახსენება არ სურს. მაგრამ მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებისთვის ეს სამი ქამბექი ჩვენს ისტორიას ასახავს, ჩვენი დევიზი - "არასოდეს დანებდე". და ეს ყველა გუნდს არ აქვს.
- ციტირებს კარვახალის სიტყვებს AS.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]