ბარსელონამ, შესაძლოა, რაფინია გიმარაეშში გაცვალოს

"ნიუკასლის" ნახევარმცველის, ბრუნო გიმარაეშის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
ჟურნალისტ როჯერ ტორელიოს ცნობით, კატალონიელებს ბრაზილიელი ფეხბურთელის გაფორმება მხოლოდ გაცვლითი გარიგებით შეეძლებათ. როგორც წყარო დასძენს, ტრანსფერში, შესაძლოა, გიმარაეშის თანამემამულე, რაფინია ჩაერთოს.
გიმარაეშმა მიმდინარე სეზონში, ინგლისური კლუბის მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა, ხოლო რაფინიამ 11 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]