ბარსელონა დე იონგთან მომავალ წელს მოლაპარაკებებს გამართავს

ბარსელონა დე იონგთან მომავალ წელს მოლაპარაკებებს გამართავს

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი კატალონიურ კლუბში, დიდი ალბათობით, კიდევ დიდი ხნით დარჩება.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა 2024 წელს, ნიდერლანდელ ფეხბურთელთან, კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე, მოლაპარაკებებს გამართავს.

როგორც წყარო იტყობინება, მხარეები დადებითად არიან განწყობილები და თანამშრომლობის გაგრძელება სურთ. დე იონგის ამჟამინდელი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2026 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 ნოემბერი 2023 20:19
    0
    ალბათ ერთ პაპიტკას კიდევ გააკეთებენ, ხელფასის დაკლებაზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 ნოემბერი 2023 18:26
    1
    შარშან კინაღამ გაყიდეს და ამის მსურველი აქაც ბევრი იყო. ახლა გამოდის, რომ დე იონგის გარეშე ბარსა ასაწყობი პიანინოსავითაა, უკრავს, მაგრამ ვერ გაიგებ რას უკრავს.