ნიკო უილიამსი: ბარსელონასნაირი დიდი გუნდის ინტერესი ნიშნავს, რომ კარგ გზაზე ვდგავარ

ბილბაოს "ატლეტიკის" შემტევმა, ნიკო უილიამსმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა და კომენტარი "ბარსელონას" ინტერესზეც გააკეთა.
"ბარსელონასა" და "რეალ მადრიდისნაირი" დიდი გუნდების და ინგლისური კლუბების ინტერესი ნიშნავს, რომ კარგ გზაზე ვდგავარ. უკვე ვიცი, რაც მინდა, და ამაზე ჩემი წარმომადგენლები მუშაობენ. ყველაფერი მალე გაირკვევა.
"ბარსელონამ" და "რეალ მადრიდმა" ნიკოს თამაშის სანახავად სკაუტები არაერთხელ გაგზავნეს, მაგრამ ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ, რადგან იციან, რომ მისი პრიორიტეტი "ბილბაოში" დარჩენაა.
უილიამსისა და "ატლეტიკის" თავდაპირველი იდეა გრძელვადიანი კონტრაქტის €50-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტით გაფორმება იყო. ფეხბურთელს დარჩენა სურს, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]