ბაიერნის ახალწვეული: მე ბარსელონას ქომაგი ვარ
"ადელაიდა იუნაიტედის" 17 წლის ტალანტმა, ნესტორი ირანკუნდამ განაცხადა, რომ "ბარსელონას" ქომაგია.
ბავშობაში მინდოდა, ცენტრალური მცველი ვყოფილიყავი. ყოველთვის "ბარსელონას" ვუყურებდი - ეს ჩემი გუნდია, მისი ფანი ვარ. კარლეს პუიოლსა და ჟერარ პიკეს თვალს მუდმივად ვადევნებდი.
ყველაფერი "ადელაიდა რეიდერსში" სინჯების გავლის შემდეგ შეიცვალა. თავდამსხმელი გავხდი და ბევრი გოლი გავიტანე. ყოველთვის მინდოდა, მესივით მეთამაშა - ის მოტივაციას მაძლევს, უკეთესი ფეხბურთელი გავხდე. ვცდილობ, ლეოს მივბაძო - არგენტინელივით თამაში შეუძლებელია, მაგრამ ვმუშაობ, რომ საკუთარი შესაძლებლობები ამისთვის მაქსიმალურად გამოვიყენო. მესი სწრაფი და ძლიერია.
საინტერესოა, რომ 2022 წლის მაისში "ბარსელონა" ამხანაგურად ავსტრალიის ა ლიგის ვარსკვლავებს დაუპირისპირდა. ამ მატჩში, 64-ე წუთზე მოედანზე ირანკუნდა შევიდა და "ბარსას" წინააღმდეგ ითამაშა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 17 წლის ავსტრალიელი ტალანტი მიუნხენის "ბაიერნმა" შეიძინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]