17-წლამდელთა მუნდიალი: ესპანეთს ისევ ბარსელონელებმა მოაგებინეს

17-წლამდელთა მუნდიალი: ესპანეთს ისევ ბარსელონელებმა მოაგებინეს

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატზე მეორე თამაშიც მოიგო და კვლავ "ბარსელონელების" დამსახურებით.

მალისთან გამართულ შეხვედრაში ესპანელთა სასტარტო შემადგენლობაში 7 "ბარსელონელი" მოხვდა: ექტორ ფორტი, პაუ კუბარსი, ანდრეს კუენკა, პაუ პრიმი, მარკ გიუ, ხუან ფერნანდესი და კიმ ჟუნიენტი.

თამაში 1-0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე "ბარსელონელებმა" შექმნეს: ექტორ ფორტის პასით ხუან ფერნანდესმა გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში, რომელიც ესპანეთმა 2-0 მოიგო, მარკ გიუმ თავი გოლითა და საგოლე გადაცემით, ხოლო კიმ ჟუნიენტმა გოლით გამოიჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #7 14 ნოემბერი 2023 00:35
    1
    ციტატა: me da barca
    ციტატა: mari
    wink..და იამალი რატომ არაა ამ ნაკრებში, ესპანეთის მოქალაქეა?!!!

    იამალი ძირითად ნაკრებშია უკვე და აქ თამაში პრესტიჟს შეულახავს შემდგარ ფეხბურთელს. wink

    wink wink ანუ ამასაც სიქას გააძრობენ როგორც ფატის..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 ნოემბერი 2023 21:16
    0
    ციტატა: mari
    wink..და იამალი რატომ არაა ამ ნაკრებში, ესპანეთის მოქალაქეა?!!!

    იამალი ძირითად ნაკრებშია უკვე და აქ თამაში პრესტიჟს შეულახავს შემდგარ ფეხბურთელს. wink
    ფანი [?]
    #5 13 ნოემბერი 2023 20:18
    1
    7 ბარსელონელი? რამეს ხომ არ გახსენებთ 🤩🤩
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 ნოემბერი 2023 18:05
    1
    ციტატა: alwaysculerr
    mari,
    იამალს შეტენეს "მესობა" და მანდ თამაშს ვინ აკადრებს

    smile smile
    გულშემატკივარი [?]
    #3 13 ნოემბერი 2023 16:41
    1
    mari,
    იამალს შეტენეს "მესობა" და მანდ თამაშს ვინ აკადრებს
    წევრი [?]
    #2 13 ნოემბერი 2023 16:24
    1
    wink..და იამალი რატომ არაა ამ ნაკრებში, ესპანეთის მოქალაქეა?!!!
    ფანი [?]
    #1 13 ნოემბერი 2023 16:00
    3
    ოჰ დააყენეთ ძიირთადში ორივე როგორც კი დაბრუნდებიან და მაგენითაც ოდნავ პიარს მიიღებს გუნდი აპა ფეხბურთის თამაში ამათ აღარ უნდათ და რა აზრი აქ სტატისტიკის მიხედვით არჩევენ ნიჭიერ ფეხბურთელებს თამაშის ხარისხის მიხედვით კი არა 🤦🏻‍♂️ ჯერ საერთოდ ამ იამალის პოზიცია ახალგაზრდულში ცენტრ ფორვარდი არ იყო? რატო აწვალებენ ფლანგზე?