მარკ გიუს გოლს+ასისტი და ესპანეთის წარმატებული სტარტი

მარკ გიუს გოლს+ასისტი და ესპანეთის წარმატებული სტარტი

დღეს მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატმა აიღო სტარტი და ახალგაზრდა "ბარსელონელები" თავი პირველივე დღეს გამოიჩინეს.

ესპანეთის ნაკრები კანადას დაუპირისპირდა. "ფურია როხას" სასტარტო თერთმეტეულში "ბარსელონას" აკადემიის 6 წევრი ვიხილეთ: ექტორ ფორტი, პაუ კუბარსი, პაუ პრიმი, ჟუან ერნანდესი, კიმ ჟუნიენტი და მარკ გიუ. სწორედ ეს უკანასკნელი იქცა მატჩის გმირად.

2-0 მოგებულ შეხვედრაში მარკ გიუმ პირველი გოლი თავად გაიტანა, მეორე კი ასევე "ბარსას" ფეხბურთელს, კიმ ჟუნიენტს გაატანინა. გასაკვირი არაა, რომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მარკ გიუ დასახელდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 ნოემბერი 2023 10:43
    0
    ესენიღა დაგვრჩა იმის იმედად რო მალე პირველ გუნდში დაწინაურდებიან.
    Culé [?]
    #2 10 ნოემბერი 2023 20:20
    9
    1400 ლარი მომაგებინა გიუს გოლმა ბარსაში😅🤗
    Culé [?]
    #1 10 ნოემბერი 2023 20:15
    13
    რაც მაგ ბიჭმა პირველი შეხებით გააკეთა მაგაზე ღირებული არც რაფინიას და ტორესს გაუკეთებიათ. იმედია მეტ დროს მიიღებს და სკამზე დალპებიან რაფინია და ფერანი. ერთმანეთზე უმაქნისები არიან