ჩავი ერნანდესი ახალი ტაქტიკის მოფიქრებაზე იმუშავებს

Sport-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი ასისტენტებთან ერთად ახალი ფორმულის პოვნას შეეცდება, რომელიც მოედანზე გუნდის დინამიკას შეცვლის.
ჩავიმ თავისი ფეხბურთელები უნდა დაარწმუნოს, რომ უფრო ამბიციურები იყვნენ. სამწვრთნელო შტაბი აანალიზებს, რომ გუნდმა საგოლე მომენტების შესაქმნელად უკეთ უნდა შეუტიოს, რაც ასევე დაცვაში უკეთეს პოზიციაში ყოფნაშიც დაეხმარება.
სამწვრთნელო შტაბი ფიქრობს, რომ სანაკრებო პაუზა კარგ დროს ემთხვევა და მათ სამუშაოდ მეტი დრო ექნებათ. "ბარსას" კვირას "ალავესის" დამარცხება სურს, რის შემდეგაც პაუზით ისარგებლებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]