ჩავი ერნანდესი შახტართან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგაზე "შახტართან" ხვალ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
გავაანალიზეთ, რომ "რეალ სოსიედადთან" მეორე ტაიმში ინტენსივობა გვაკლდა. მეტოქემ გვაჯობა.
მიუხედავად ამისა, "რეალ მადრიდთან" სხვაობა შევამცირეთ, რაც პოზიტიური სიახლეა.
პედრი, რაფინია, რობერტი და ჟიული ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ისინი დაგვიბრუნდნენ და უკეთესად თამაში გვმართებს. თუმცა, მათ გარეშეც კარგად ვითამაშეთ.
ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე კარგი სტარტი 3 ქულით უნდა გავაგრძელოთ. პირველ რიგში, ჯგუფიდან გასვლა უნდა გავინაღდოთ, პირველი ადგილის დაკავებაზე კი ამის შემდეგ ვიფიქრებთ. ხვალ დიდებული შესაძლებლობა გვექნება, რასაც ხელიდან ვერ გავუშვებთ.
კანსელუ თავის პოზიციას დაუბრუნდება. მატჩების 80%-ში ის მარჯვენა მცველი იქნება.
2 წელი მწვრთნელის რანგში? მიზნისკენ მიმავალი გზის შუაში ვიმყოფებით. "ბარსა" მწვერვალზე უნდა დავაბრუნოთ. ევროპაში უკეთესი შედეგები გვმართებს და საშინაო ჩემპიონატებში დომინაციის გაგრძელებაც, რასაც ვაკეთებთ.
ვიცით, რომ ჩვენი სტილით უნდა ვითამაშოთ. ეს მატჩების მოსაგებად აუცილებელია.
"ბარსელონას" ევროპაში ბოლო წუთებზე ყველაზე მეტი გოლი გააქვს. ეს ორ რამეზე მიუთითებს: 1. კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიმყოფებით; 2. ამბიციური გუნდი ვართ.
"ბარსელონა" დონეცკის "შახტარს" ხვალ, 21:45 საათზე, ჰამბურგში დაუპირისპირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]