ანდრეას კრისტენსენი ტკივილით თამაშობს

"ბარსელონას" ცენტრალური მცველს, ანდრეას კრისტენსენს რამდენიმე თვეა, მცირე ტრავმა აწუხებს, რის გამოც ის გასული სეზონის დარ თამაშს ვერ გვიჩვენებს.
Sport-ის ცნობით დანიელი მცველი აქილევსის მყესის არეში დისკომფორტს გრძნობს, ეს კი სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული გრძელდება. ამის გამო ფეხბურთელი ფიზიკურად 100%-ით მზად არაა, რაც იმის მიზეზია, რომ მას თამაშის სრულად ჩატარება უჭირს.
კატალონიური მედიის ცნობით კრისტენსენი ცდილობს, ტკივილიდან გათავისუფლდეს და მალე სრულ მზადყოფნაში იყოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]