ჩავი სოსიედადთან თამაშის შემდეგ - მოგება არ დაგვიმსახურებია

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი "რეალ სოსიედადთან" გუშინდელი მოგების შემდეგ თავისი გუნდის თამაშით ძალიან უკმაყოფილო დარჩა, რაც მას მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე არ დაუმალავს.
რეალისტები უნდა ვიყოთ - კარგად არ გვითამაშია და არც მოგება დაგვიმსახურებია.
დღევანდელ თამაშს "ელ კლასიკოდან" გამოყოლილი ბრაზით შევხვდით. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ იმის მიუხედავად, რომ ეს არ დაგვიმსახურებია.
ინიგოსთვის მიცემულ ფურცელზე ტაქტიკური შენიშვნები იყო. როდესაც რამდენიმე ფეხბურთელს ცვლი, ამან, შესაძლოა, გარკვეული არეულობა გამოიწვიოს.
გაგვიჭირდა, ცოტა შანსი შევქმენით. თავს კომფორტულად არ ვგრძნობდით. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ოქროს სამი ქულა ავიღეთ. ამას განსაკუთრებული გემო აქვს.
ასე თამაშის გაგრძელება არ შეიძლება. მატჩი ნულოვანი ინტენსივობით დავიწყეთ. თუ ჩემპიონთა ლიგაზე ასე ვითამაშებთ, ვერაფრისთვის ვიბრძოლებთ. პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაში ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
პედრის დაბრუნება მომდევნო მატჩებში გუნდის სახეს შეცვლის.
"რეალ სოსიედადმა" მეტი დაიმსახურა. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ.
პირველ ტაიმში ინტენსივობა არ გვქონდა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ეს გზა წინ არ მიდის.
გასულ კვირაში რადიკალურად განსხვავებული შეგრძნება მქონდა. წინა კვირაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დღეს საპირისპირო მოხდა.
შესვენებაზე ფეხბურთელებს ვკითხე, დაღლილები ხომ არ იყვნენ. ისინი ინტენსიურად ვერ თამაშობდნენ, რაც მიუღებელია.
დღეს ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. ისეთი მოგება არაა, როგორიც გვინდოდა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც ჩანს, "ელ კლასიკომ" ჩვენზე იმაზე დიდი გავლენა მოახდინა, ვიდრე მე ვფიქრობდი.
ეს თამაში იყო იმის მაგალითი, თუ რა არ უნდა ვაკეთოთ მოედანზე. მეორე მხრივ, ასეთი თამაშების მოგება ჩემპიონობისთვის მნიშვნელოვანია.
ლევანდოვსკი ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია და რთულია, ის 100%-ით ფორმაში იყოს. ტრავმები და ცვლილებები კარგად უნდა ვმართოთ.
გიუნდოგანის სიტყვებზე ვერაფერს გეტყვით. ამ თემაზე საუბარს მოვრჩეთ. გასულ კვირაში კომენტარი უკვე გავაკეთე.
ტაკეფუსა კუბო მსოფლიო დონის ფეხბურთელია როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ.
"რეალ სოსიედადი" შესანიშნავი გუნდია. იმანოლი დიდი მწვრთნელია.
ბოლო 10 წუთში შევამჩნიეთ, რომ მეტოქე დაიღალა. სწორედ ამ დროს დაიწყო ჩვენთვის თამაში.
ამ სტადიონზე მოგება ძალიან ცოტა გუნდს შეუძლია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 21 ]