ჩავი ერნანდესი რეალ სოსიედადთან მატჩის წინ

- თამაშის დრო: შაბათი, 4 ნოემბერი, 23:55
ჩავი ერნანდესმა "რეალ სოსიედადთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"რეალ სოსიედადი" ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. ხვალ მაღალი დონის ტესტი გვაქვს ჩასაბარებელი. ჩვენ წინა თამაშში დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და სამი ქულა მოვიპოვოთ.
გიუნდოგანის სიტყვებს ყველა ვეთანხმებით - "ელ კლასიკო" საკუთარი შეცდომების გამო წავაგეთ. მისი განცხადება გასახდელში განვიხილეთ და პრობლემები არ არსებობს. ჩვენ "ბარსა" ვართ და ვიცით, რას ნიშნავს აქ ყოფნა.
პედრი ვადებში ჩაჯდა. ის 100%-ით ჯანმრთელია. მან კარგად ივარჯიშა და თამაშისთვის მზადაა. პედრის დაბრუნება გუნდისთვის კარგი სიახლეა. ის ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელია.
დე იონგის დაბრუნება მის შეგრძნებებზე იქნება დამოკიდებული. ფრენკი ტკივილს კიდევ გრძნობს, ამიტომ უნდა მოვიცადოთ.
ორიოლ რომეუ კარგად მუშაობს, მაგრამ გუნდში დიდი კონკურენციაა და ის ითამაშებს, ვინც უკეთეს ფორმაში იქნება. თუმცა ორიოლი მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]