ბარსელონას, შესაძლოა, მინდვრის მორწყვა აეკრძალოს
"ბარსელონა", შესაძლოა, უცნაური პრობლემის წინაშე დადგეს.
კატალონიაში წყლის პრობლემა აქვთ. წვიმის გარეშე რეგიონში წყლის ნაკლებობაა, რაც არაერთ ეკონომიკურ სექტორს აზიანებს. კატალონიის წყლის სააგენტო პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს და შესაძლოა, საქმე იქამდე მივიდეს, რომ კატალონიურ საფეხბურთო კლუბებს მინდვრების მორწყვა აეკრძალოთ. ეს უარყოფითად იმოქმედებს "ბარსელონაზეც".
ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში გამონაკლისის დაშვება შესაძლებელი იქნება, თუმცა "ბლაუგრანაში" პროცესებს თვალს მაინც ყურადღებით ადევნებენ, ვინაიდან მინდვრის მორწყვის გარეშე საფეხბურთო გუნდის ფუნქციონირება ძალიან რთული იქნება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]