ბარსელონა 1-0 ბილბაო | კომენტარები მატჩის შემდეგ

ბარსელონა 1-0 ბილბაო | კომენტარები მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი

გიუ ძალიან მომწონს. მას ვუთხარი, რომ ერთი შანსი ექნებოდა და ყურადღებით ყოფილიყო. ასეთი მოთამაშეები უნდა წავახალისოთ. მარკს ენერგია აქვს და გოლების გატანა შეუძლია.

გაოცებული ვარ, რომ ახალგაზრდებს არაფრის ეშინიათ. პოზიტიური ენერგიას ვხედავ. ფერმინი, გავი, ბალდე და გიუ ძალიან ძლიერი ბიჭები არიან. ჩემი ახალგაზრდობის დროს მოთამაშეები უფრო შეშინებულნი ვიყავით, ახლა კი ვხედავ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეტი თავდაჯერებულობა აქვთ. 2006/07 წლების თაობა ძალიან კარგია.

დღეს ძალიან გაგვიჭირდა, რადგან რთულ მეტოქეს ვეთამაშებოდით. 3-4 მომენტი გავანიავეთ. საბოლოოდ, "ლა მასიელმა" მოგვაგებინა.

პირველ ტაიმში პრესინგისგან თავის დაღწევა გვიჭირდა. ძალიან ფიზიკური მატჩი იყო. მეორე ნახევარში უკეთესად გამოვიყურებოდით. "ბილბაო" 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა, ერნესტო ძალიან მამაცი იყო - ამას ბევრი გუნდი ვერ გააკეთებდა.

როცა საქმე კარგად არ მიდის, ახალგაზრდებს უნდა ენდო. დღეს გიუს ვენდე და მოვიგეთ. როცა 17 წლის ვიყავი, კლუბი მენდო და გადავწყვიტე, მეც იგივე გაეკეთებინა. 

არ გვინდა, მსაჯებზე ზეწოლა მოვახდინოთ.

ჟოაუ ფელიშმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მისი როლი უმნიშვნელოვანესია.

უკვე ვთქვი, რომ ინიგო მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნებოდა. მას ვენდობი. დღეს მაღალ დონეზე ითამაშა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დაგვეხმარება.

"კლასიკო" ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, ისევე, როგორც ოთხშაბათს - ჩემპიონთა ლიგა. სამწუხაროა, რომ ამდენი ტრავმირებული გვყავს. დღეს გუნდი ძალიან დაიღალა. ვნახოთ, ვინ გამოჯანმრთელდება.

"რეალ მადრიდთან" კუნდეს თამაში გამორიცხულია. დიდი ალბათობით, ვერც სერჟი რობერტო ითამაშებს. 

მარკ გიუ

მომხდარს ვერ ვიჯერებ. სუნთქვა მეკვრება და ამ მომენტით ვტკბები.

ჩავიმ მითხრა, რომ შანსი მექნებოდა და ყურადღებით ვყოფილიყავი. ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი. თანაგუნდელები მეუბნებიან, რომ სიამოვნება მივიღო. დღეს ვერ დავიძინებ.

ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვმუშაობდი, რომ შანსები გამომეყენებინა და ეს გამომივიდა. 

ჟოაუ ფელიშმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, სივრცეში შევირბინე, ხელები ავწიე, დავინახე, რომ მეკარე წინ გამოდიოდა და დავარტყი.

უნაი სიმონის კარში გატანა დიდი პატივია.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ინტუიციას მივენდე, ფიქრის დრო არ მქონდა. 

თავდაჯერებულობის მოპოვებაში ყველაზე მეტად რონალდ არაუხო დამეხმარა.

რთული ფინანსური მდგომარეობის დროს "ბარსელონას" ახალგაზრდები ვეხმარებით. მე, ფერმინი, ლამინი, გავი... "ლა მასია" მუშაობს.

ინიგო მარტინესი 

მნიშვნელოვანი მატჩი იყო. რთული თამაში გამოვიდა და საბოლოოდ, მოვიგეთ.

გიუ ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა. ის კარგად გამოიყურება და მნიშვნელოვანია, რომ გაიტანა - მარკის გოლით 3 ქულა მოვიპოვეთ.

ბევრი მეგობრის წინააღმდეგ ვითამაშე, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოდი. მათ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

ფერმინ ლოპესი

გიუმ დღეს ოცნება აიხდინა.

პირველ ტაიმში გვიჭირდა, მაგრამ სიტუაცია გამოვასწორეთ და მარკის გოლით მოვიგეთ - ეს "ლა მასიაა", რომელიც ყოველთვის კარგად ფეხბურთელებს ზრდის.

"ელ კლასიკო"? მართალია, რომ ლაზარეთში ბევრი მოთამაშე გვყავს, მაგრამ გუნდი ყველაფრისთვის მზადაა.

ერნესტო ვალვერდე [ბილბაო]

ნეგრეირას საქმე? "ბარსელონამ" ბოლო წლებში ყველა ტიტული იმიტომ მოიგო, რომ საუკეთესო გუნდი იყო.

"ბარსამ" გავის, ბალდესა და იამალისნაირი ფეხბურთელებით გუნდს დიდებული საფუძველი ჩაუყარა. დღეს გიუ ამის კიდევ ერთი მაგალითი იყო.

უნაი სიმონი [ბილბაო]

მარკ გიუს უდიდეს მომავალს ვუსურვებ. "ბარსელონას" ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად დიდი მომავალი აქვს.

მატჩი გახსნილი იყო. ძალიან კარგად ვთამაშობდით. "ბარსამ" კონტრშეტევით ისარგებლა.

უკეთესად მოქმედება შემეძლო, რადგან ბურთმა ახლოს ჩამიარა. გაბრაზებული ვარ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 24 ოქტომბერი 2023 02:07
    0
    ამ შემადგენლობის გათვალისწინებით სანახაობრივი და კარგი მატჩი ვიხილეთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 ოქტომბერი 2023 22:25
    2
    გაოცებული ვარ, რომ ახალგაზრდებს არაფრის ეშინიათ. პოზიტიური ენერგიას ვხედავ. ფერმინი, გავი, ბალდე და გიუ ძალიან ძლიერი ბიჭები არიან. ჩემი ახალგაზრდობის დროს მოთამაშეები უფრო შეშინებულნი ვიყავით, ახლა კი ვხედავ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეტი თავდაჯერებულობა აქვთ. 2006/07 წლების თაობა ძალიან კარგია.
    ჩემო ჩავი, შენ მოედანზე რო გადიოდი რონალდინიოს გვერდით უნდა გეთამაშა და რა თქმა უნდა შეშინებული იყავი. ამას რისი უნდა ეშინოდეს ტორესს უკვე დღეს ჯობია.
    Culé [?]
    #2 23 ოქტომბერი 2023 11:02
    3
    მეორე ტაიმით სიამოვნება მივიღე,ბარსა უკეთესი კი იყო მაგრამ არც ბილბაო იყო ცუდი, გახსნილი ლამაზი ფეხბურთი იყო. ჩვენი ბავშვები კიდევ ტრამვა აცდათ და ბევრი იშრომეს ძალიან მაგარ გუნდს ჩამოაყალიბებენ დიდი ხნით!
    Culé [?]
    #1 23 ოქტომბერი 2023 10:17
    4
    არადა ცოტა ვალომაც გვიჯიგრა ხომ შეეძლო უფრო სტარიკი გამოეყვანა ვილალიბრე და ეგეთები სკამზე დასვა და თანაბარი ძალებით გვებძოდა ბოლოს ვიკაიფე თავისებური სტილში რომ ჩაიცუცქა გოლის მერე და ჩაჭუტა თვალი😄😄😄😄