ბარსელონა 1-0 ბილბაო | მოგება 17 წლის დებიუტანტის გოლით

ბარსელონა 1-0 ბილბაო | მოგება 17 წლის დებიუტანტის გოლით

"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-10 ტურში ბილბაოს "ატლეტიკი" 1-0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში "ბარსას" რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ სტუმართა მეკარე უნაი სიმონი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, ისევე, როგორც ტერ შტეგენი, რომელმაც კატალონიური კლუბი არაერთი გოლისგან იხსნა.

მეორე ტაიმიც მსგავსი სცენარით ვითარდებოდა, სანამ მოედანზე მარკ გიუ შემოვიდოდა - 17 წლის შემტევი თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო და 23 წამში, ბურთთან პირველივე შეხებებით სადებიუტო მატჩში გაიტანა.

"ბარსელონამ" დებიუტანტის უსწრაფესი გოლით მოიგო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, რა თქმა უნდა, მარკ გიუ დასახელდა.

ფეხბურთელთა რეიტინგი [Flashscore]

გოლი

სატურნირო ცხრილი

მომდევნო მატჩი

"ბარსელონა" შემდეგ ტურში, 28 ოქტომბერს, "რეალ მადრიდს" შეხვდება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 24 ოქტომბერი 2023 02:05
    1
    ნეტავ ეს მაინც აღმოჩნდეს ნამდვილი ტალანტი და არ ჩაქრეს ზოგიერთებივით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 ოქტომბერი 2023 22:29
    0
    რომეუმ ალბათ რაც მოვიდა ყველაზე საზიზღარი თამაში ჩაატარა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 ოქტომბერი 2023 01:51
    11
    ლამასია რამდენს ნიშნავს ბარსასთვის,მეტი შანსი ლამასიელებს
    ფანი [?]
    #1 23 ოქტომბერი 2023 01:21
    7
    La Masia 🤩🤩