ოქროს ბურთის გამარჯვებულები ლეო მესი და აიტანა ბონმატი არიან | Sport

ოქროს ბურთის გამარჯვებულები ლეო მესი და აიტანა ბონმატი არიან | Sport

Sport-მა 2023 წლის ოქროს ბურთის მფლობელების ვინაობა დაასახელა. 

წყაროს ცნობით, მამაკაცებს შორის ჯილდოს ლიონელ მესი დაეუფლა, ხოლო ქალებს შორის - "ბარსელონას" ნახევარმცველი აიტანა ბონმატი. ფეხბურთელებს ამის შესახებ პირადად აცნობეს.

არგენტინელი ფეხბურთელი მერვე ოქროს ბურთს მოიგებს და საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს, ასევე ის პირველი გამარჯვებული გახდება, რომელიც ევროპის კონტინენტზე არ თამაშობს. 

რაც შეეხება აიტანას, 25 წლის მოთამაშე პირველ ოქროს ბურთს მოიგებს. ის წელს უეფასა და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთსო ფეხბურთელადაც დასახელდა. 

ოქროს ბურთის დაჯილდოება 30 ოქტომბერს პარიზში გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #13 19 ოქტომბერი 2023 16:03
    6
    წელს არ იმსახურებდა კი არა, მესი საერთოდ არ უნდა მონაწილეობდეს მაგ გამოკითხვაში, მესიმ ფეხბურთს იმდენი რამ შესძინა, და რომ პლანეტაზე ყველა ფეხბურთელზე (და არა მარტო ვინც თამაშობს, ვისაც უთამაშია) მაღლა დგას, ოლიმპზე, ამიტომაც ის განუმეორებელია, მარადიულია და სანამ ფეხბურთი იარსებებს, ყველა თაობაში მასზე ილაპარაკებენ, მას მოიგონებენ, ის ფეხბურთის მოყვარულთა გონებაში სულ დარჩება - მესი!
    ფანი [?]
    #12 18 ოქტომბერი 2023 12:51
    8
    ამ ამბის შემდეგ რონალდო ყველაზე ხმამაღლა იყვირებს გოლის დროს იმ თავის საფირმო პერესობას და გაპარჭყავს ხელებს.ეგ იქნება დასამახსოვრებელი აწი მაგისგან.იმედია გადაიტანა ეს ამბავი და ჯანმრთელობას არაფერი ავნო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 18 ოქტომბერი 2023 10:03
    9
    მესის სახელობის ოქროს ბურთი.
    საუდის არაბეთში, ერთერთ მდიდრულ სახლთან 2 სასწრაფო დახმარების მანქანა ერთდროულად გამოიძახეს.
    მდიდრებიც ტირიან. sob
    ფანი [?]
    #10 18 ოქტომბერი 2023 07:33
    14
    ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ რონალდუს ფოტოც მოგეყოლებინათ პოსტზე ::დდდ
    smile smile smile smile smile
    აბა რაა, კენტ რიცხვზე გაჩერება არ ვარგა - დააწყვილა მეფემ!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 17 ოქტომბერი 2023 22:11
    13
    მახსენდება 2019 წელს მე-6 ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, ჟურნალისტები რონალდუს შემოეხვიენ და ერთი კითხვა ისმოდა მხოლოდ, დასრულდა ბრძოლაო. რონალდუ ისე გაცხარდა ხმამაღლა პირდაპირ იყვირა: არა, ყველაფერი ეხლა იწყებაო.
    მის შემდეგ ლეომ კიდევ ორჯერ მოიგო ეს ბურთი და რონალდუ საერთოდ გაჩუმდა ამ თემაზე.
    Culé [?]
    #8 17 ოქტომბერი 2023 20:56
    11
    რა გაუძლებს ჰეითერეეებს smiley smiley
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 17 ოქტომბერი 2023 19:36
    24
    ყველა დროის საუკეთესო ❤️❤️❤️❤️
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 17 ოქტომბერი 2023 18:46
    19
    მესის მერვე ბურთი გასაგებია, მსოფლიოზე ჩემი აზრით ისტორიაში საუკეთესო პერფორმანსი ჰქონდა, გოლები, ასისტები, დრიბლინგები და ზოგადად ის ემოცია რასაც ანიჭებდა მაყურებელს ყოველ ჯერზე ბურთის მიღებისას, პესეჟეშიც წინასთან შედარებით გასული სეზონი ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, ემელესშიც რაც ითამაშა იფრინა, მოკლედ დაიმსახურა, ჰალანდმა გოლები თუ გაიტანა მაგისთვის მიიღო ოქროს ბუცი და მორჩა. აი ბონმატის მოგება საერთოდ ცალკე თემაა ჩემი აზრით, სადაც ითამაშა ყველგან საუკეთესო იყო ცალსახად, მითუმეტეს რომ გუნდის და ნაკრების ლიდერი ალექსია ჯერ დამტვრეული იყო, მერე მსოფლიოზეც არ იყო ფორმაში და ამ გოგომ ისე გადაიბარა ლიდერობა ვითომც არაფერი, მოკლედ ძაან დომინანტურად მოიგო ეგ ჯილდო და კაია რომ ბარსას ფეხბურთელები აგრძელებენამ ტიტულზე დომინირებას❤️🙌
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #5 17 ოქტომბერი 2023 18:44
    8
    აბაა რაა ვინ თუ არა ბარსელონელები😃😜🤣🤣 ბონმატი პუტელასის გზას გადის იმენა მაგარია რაა ცოტა ინიესტასავით გვიან მაგრამ რაც მთავარია 25 წლის ასაკში უკვე კარგი შედეგია
    Culé [?]
    #4 17 ოქტომბერი 2023 18:32
    8
    ციტატა: JustBarcaLover
    ყველა მადრისტა იძახის რო მესი არიმსახურებსო წელს ოქროს ბურთს არადა მოდრიჩს მარტო იმის გამო მოსცეს რო მსოფლიოზე იფრინა და მესიმ არამედ იფრინა მოიგო მსოფლიო

    არაფერი უფრენია მოდრიჩს მსოფლიოზე. ჯგუფური ეტაპის მერე რაკიტიჩი უფრო კარგი იყო ვიდრე მოდრიჩი. დანიასთან უმნიშვნელოვანესი პენალტი გააფუჭა, ფინალში ვერაფერი ქნა. ჯგუფში არგენტინასთან, ნიგერიასთან და ისლანდიასთან ითამაშა კარგად და დანარჩენი პერესის პიარის ამბავი იყო. ლიგა რომ მოიგო მაგანაც დიდი წვლილი ითამაშა, მარა რონალდუ რომ დარჩენილიყო რეალში შანსი არ ექნებოდა მოდრიჩს.
    Culé [?]
    #3 17 ოქტომბერი 2023 17:15
    14
    ყველა მადრისტა იძახის რო მესი არიმსახურებსო წელს ოქროს ბურთს არადა მოდრიჩს მარტო იმის გამო მოსცეს რო მსოფლიოზე იფრინა და მესიმ არამედ იფრინა მოიგო მსოფლიო
    Culé [?]
    #2 17 ოქტომბერი 2023 16:23
    13
    ჰოლანდი ჰყავს ერათადერთი კონკურენტი და როცა გოლები გააქვს კი მაგარია, მარა როცა გოლი ვერ გაქვს იმენა 0 ყველა თამაშში. ვიღაცას ხოარ გახსენებთ :D რამდენ მნიშვნელოვან თამაშში საერთოდ ვერაფერი ქნა. დე ბრუინზე და როდრიზე უკეთ ნაღადად არ უთამაშია ჰოლანდს ბოლო 1 წელი. მარტო გოლი არა ფეხბურთი მაგისთვის ოქროს ბუცი არსებობს და არა ოქროს ბურთი. დე ბრუინმა რომ მოიგოს ეგეც არ მეწყინება, მესის ვერავინ დაეწევა სანამ ფეხბურთი ასეთი სახით იარსებებს.
    Culé [?]
    #1 17 ოქტომბერი 2023 16:12
    16
    8-5 , ველოდები არაბეთის "პრინცის" რეაქციას !!!