ბარსელონას იანვარში ვიტორ როკეს დარეგისტრირების პრობლემა არ ექნება

"ბარსელონას" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვიტორ როკეს ლა ლიგაში დარეგისტრირების პრობლემა არ ექნება. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიის რადიო ავრცელებს.
18 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი "ბარსამ" "ატლეტიკო პარანაენსესთან" უკვე შეათანხმა. ფინანსური ფეარ ფლეის პრობლემების გამო კატალონიელებს ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავის ბრაზილიაში ნახევარი წლით დატოვება მოუხდათ და მისი "ბლაუგრანაში" იანვარში გადმოსვლაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.
კატალონიის რადიოს ინფორმაციით კლუბის ფინანსურმა დეპარტამენტმა სპორტულ დირექტორს, დეკუსა და მთავარ მწვრთნელს, ჩავის შეატყობინა, რომ "ბარსას" იანვარში ვიტორ როკეს დამატების შესაძლებლობა ექნება. მეტიც - არაა გამორიცხული, გუნდმა ნახევარმცველის დამატებაზეც იფიქროს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]