რატომ გამოიძახა ესპანეთმა ტრავმირებული იამალი ნაკრებში?

რატომ გამოიძახა ესპანეთმა ტრავმირებული იამალი ნაკრებში?

ლამილ იამალი "გრანადასთან" მატჩში ლა ლიგისა და "ბარსელონას" ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდა. სამწუხაროდ, ფეხბურთელმა მთლიანი მატჩის ჩატარება ვერ შეძლო, რადგან ის ჩავიმ 76-ე წუთზე შეცვალა. როგორც მთავარმა მწვრთნელმა, განაცხადა, იამალმა დისკომფორტი იგრძნო. დღეს უკვე "ბლაუგრანას" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ბარძაყის მომხრელის და გარე როტატორი კუნთის დაზიანება აქვს. 

მიუხედავად ამისა, ლუის დე ლა ფუენტემ ის ნაკრებში მაინც გამოიძახა, იამალი კი გუნდს დილის ნაცვლად, საღამოს შეუერთდა. 

როგორც Mundo Deportivo წერს, ფეხბურთელს დამატებით სამედიცინო შემოწმებას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაც ჩაუტარებს.

ამ ამბიდან ყველაზე ლოგიკური გაგრძელება იქნება, თუ ფედერაცია მას ბარსელონაში დაბრუნების და ტრავმის მოშუშების საშუალებას მისცემს, მაგრამ ზემოხსენებული წყაროს თქმით, საქმე სულ სხვა რამაა.

ესპანეთის ნაკრებს ხუთშაბათს შოტლანდიის, ხოლო კვირას ნორვეგიის წინააღმდეგ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე უწევს თამაში. იმ შემთხვევაში, თუ იამალი ძირითადი გუნდის  რიგებში ითამაშებს, ეს მისთვის მე-3 მატჩი იქნება - აქამდე ის საქართველოს და კვიპროსის წინააღმდეგ ვიხილეთ. ესპანეთის ძირითად გუნდში ჩატარებული მე-3 თამაში ნიშნავს, რომ ფეხბურთელი ლეგალურ შესაძლებლობას კარგავს, რომ მაროკოს ნაკრებს შეუერთდეს - თუ ის მომდევნო 3 წელი ნაკრების გარეშე არ იქნება. 

ნორვეგიის წინააღმდეგ მოედანზე გატარებული მცირე დროც კი საკმარისი იქნება, იმის დასადასტურებლად, რომ ფეხბურთელი არჩეული ქვეყნის გადაწყვეტილებას ვეღარ შეცვლის. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 10 ოქტომბერი 2023 20:05
    1
    ციტატა: Rolex
    აბა იყოს მადრიდიდან თუ გამოიძახებდნენ😄პირდაპირ ბრძოლები აღარაა ეხლა მიდის ტეხნიკურად ძირის გამოთხრები რასაც ფედერაცია ბარსელონას უკეთებს

    პირდაპირი ბრძოლები როგორ არ არის ! პირდაპირ წაიღო ქულა დელ სერა გრანდემ გრანადაში
    ფანი [?]
    #7 10 ოქტომბერი 2023 16:59
    2
    აბა იყოს მადრიდიდან თუ გამოიძახებდნენ😄პირდაპირ ბრძოლები აღარაა ეხლა მიდის ტეხნიკურად ძირის გამოთხრები რასაც ფედერაცია ბარსელონას უკეთებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 ოქტომბერი 2023 16:16
    1
    "რატომ გამოიძახა ესპანეთმა ტრავმირებული იამალი ნაკრებში?"
    როგორ თუ რატომ, კოჭლობით ხო დადისო და ბარემ ითამაშოსო. ყავარჯნები ხო არ ჭირდებაო ასე უთქვამთ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში, მთავარია ასე კოჭლობით კლასიკომდე არ მიაღწიოს. რაც პედრის და ფატის უქნეს ამასაც ის უნდა უქნან.
    წევრი [?]
    #5 10 ოქტომბერი 2023 16:09
    1
    ტიპი კოჭლობს და ამათმა მაინც უნდა ითმაშოსო 😂 ბარსელონა რატო არ ერევა და ეუბნება ესპანეთის ნაკრებს რომ დაყენდნენ? ანსუ ფატი არ დამართონ ამ საცოდავს... ეს ტრამვა ჯარგი დასვენებაც იქნებოდდა არადა
    წევრი [?]
    #4 10 ოქტომბერი 2023 12:58
    4
    იამალს ვშიშობ ფატის დამართავენ, ნუ შეუკიკინეთ ბლიად აცადეთ ბავშვს, ჯერ ჩავი გაუყარა ბოლომდე ახლა კიდე ნაკრებიო, სლე ხოარაა ესპანეთს მაროკო ამჯობინოს სპორტული კუთხით? აბა პატრიოტი რომ ყოფილიყო თავისი ქვეყნის თავიდანვე მაროკოს აირჩევდა.. ისე დალაფუენტე ბარსელონას რომ გადმოებირებინა კარგი იქნებოდა, ჩავის საცოდაობა ყელში ამოვიდა უკვე და არც მინდა ცუდი ვთქვა მაესტროზე
    გულშემატკივარი [?]
    #3 10 ოქტომბერი 2023 11:09
    6
    რუდიგერი სევილიასთან ყვითელს თუ მიიღებს კლასიკოს გამოტოვებს ხო ვიცი ეხა რო დაჩეხოს ფეხბურთელები ყვითელს არ მიცემენ რათქმაუნდა😀
    Culé [?]
    #2 10 ოქტომბერი 2023 08:42
    2
    ყველა თავის დამპლურ თამაშს თამაშობს და თვითონ ფეხბურთელის ბედი სულ ყზე კიდიათ😕
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    გულშემატკივარი [?]
    #1 10 ოქტომბერი 2023 00:31
    3
    აფერისტი-ეშმაკუნები ::დდდ
    smile smile smile