ჩემი გუნდით ვამაყობ | კუნდე

ჩემი გუნდით ვამაყობ | კუნდე

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი Instagram-ის პირად გვერდზე გამამხნევებელ პოსტს აქვეყნებს. როგორც იცით, ფრანგმა ტრავმა "გრანადასთან" დაპირისპირებაში მიიღო, რის გამოც, დაახლოებით, ხუთი კვირის გაცდენა უწევს.

"მტკივა, მაგრამ არასდროს დავეცემი, უარესი შეიძლება ყოფილიყო... უკვე რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებასა და კარგ ფორმაში გამოჩენაზე ვფიქრობ. ჩემი გუნდით და მათი სიძნელეებთან გამკლავების უნარით ვამაყობ. წინ კიდევ დიდი დროა, ჩვენ კი ოპტიმიზმის დაკარგვას არ ვაპირებთ", - წერს კუნდე.

Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი საფრანგეთში გამგზავრებას არ აპირებს. მას სურს, რომ ბარსელონაში დარჩეს და სწაფად გამოჯანმრთელებაზე ფოკუსირდეს. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 ოქტომბერი 2023 16:18
    0
    ეხლა ვისი ჯერია, გავის? თუ რობერტოსი? barca-6
    გულშემატკივარი [?]
    #2 10 ოქტომბერი 2023 00:39
    1
    მოკლედ ვინმე დარჩა საერთოდ გუნდში ლიდერი ვისაც ტრავმა არ აქვს??? კუნდე, დე იონგი, ლევანდოვსკი მარტო რად ღირს რა ჯანდაბაა რა ხდება რა არის ვინ იწყევლება ასე მწარედ...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 ოქტომბერი 2023 23:19
    0
    დატოვა მამლები ხახამშრალი smiley