მჯერა, რომ ნელ-ნელა გამოვსწორდებით | იამალი
"ბარსელონას" ახალი რეკორდსმენი, ლამინ იამალი "გრანადასთან" მატჩის შემდეგ საუბრობს:
"ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ლა ლიგასა და "ბარსელონაში" ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გავხდი. იმ მომენტში გუნდის შედეგის გამოსწორებაზე უფრო ვფიქრობდი, ვიდრე პირად მიღწევაზე, თუმცა, დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ.
ინტენსიური სტილის გუნდებს ვეთამაშებით, რომლებიც საკუთარ კედლებში ძლიერები არიან, მაგრამ მჯერა, რომ ნელ-ნელა გამოვსწორდებით და უკეთეს შედეგებს დავდებთ.
ამჟამად ტრავმების გამო რთული პერიოდი ბევრ გუნდს აქვს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ფეხბურთელები მალე გამოჯანმრთელდებიან და ერთად რაც შეიძლება მალე ვითამაშებთ", - აცხადებს იამალი.
შეგახსენებთ, რომ 16 წლისა და 87 დღის იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში გოლი გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]