გრანადა 2-2 ბარსელონა | მორიგი ქამბექი, მაგრამ დაკარგული 2 ქულა

გრანადა 2-2 ბარსელონა | მორიგი ქამბექი, მაგრამ დაკარგული 2 ქულა

ლა ლიგის მე-9 ტურში "ბარსელონამ" "ნუევო ლოს კარმენესზე" "გრანადას" ვერ მოუგო.

ანგარიში მე-17 წამზე გაიხსნა: მოედნის ცენტრში გავიმ ბურთი დაკარგა, მეტოქემ შეტევა მალევე წამოიწყო და ბრაიან სარაგოსამ გაიტანა. 29-ე წუთზე ამ უკანასკნელმა ჟიულ კუნდესა და ტერ შტეგენს თავბრუ დაახვია და დუბლი შეასრულა. ტაიმის მიწურულს ლამინ იამალმა "ბარსაში" სადებიუტო გოლი გაიტანა და 1 ბურთი გაქვითა.

მეორე ნახევარში "ბარსელონამ" რამდენიმე მომენტი შექმნა და საბოლოოდ, 85-ე წუთზე სერჟი რობერტოს გოლით გაათანაბრა. ამ გოლიდან რამდენიმე წამში ბრაიან სარაგოსა ჰეთ-თრიქის შესრულებასთან ახლოს იყო, მაგრამ მისი დარტყმა ძელს მოხვდა. 94-ე წუთზე ჟოაუ ფელიშმა გაიტანა, თუმცა გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა - აღსანიშნავია, რომ თამაშგარე მდგომარეობაში არა თავად პორტუგალიელი, არამედ ფერან ტორესი იყო და მსაჯებმა ჩათვალეს, რომ ის მომენტზე ზეგავლენას ახდენდა. მატჩი 2-2 დასრულდა. 

Sofascore-ის შეფასებები

ჩავის კომენტარი

"ბარსელონა" 21 ქულით მე-3 ადგილზეა. მას "ჟირონა" (22 ქულა) და "რეალ მადრიდი" (24 ქულა) უსწრებენ.

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ "ბარსას" "ბილბაოსთან" შეხვედრა (22 ოქტომბერი) ელის, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარს" (25 ოქტომბერი) დაუპირისპირდება. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 ოქტომბერი 2023 17:05
    0
    ძალიან იშვიათად გოლის გამტანი არ იყოს ოფსაიტში და ვიღაცამ იქ ცხვირი ადრე შეყოო და გოლი გააუქმონ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 ოქტომბერი 2023 09:53
    1
    არ მგონია, რომ იგივე სიტუაციაში რეალს გაუუქმებდნენ გოლს. ამდენი უსამართლობის შემდეგ კიდევ ბარსას აბრალებენ მსაჯები მოისყიდაო.