მატჩის ბოლომდე ვიბრძოლეთ | რობერტო
"გრანადასთან" ფრედ (2-2) დასრულებული მატჩის შემდეგ, სერჟი რობერტომ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
"გუნდმა თამაშის ბოლო მომენტამდე იბრძოლა, სირცხვილია. უნდა ვეცადოთ, რომ ბურთი ნაკლებად დავთმოთ.
3 ქულა დავკარგეთ, თუმცა მეტოქე გუნდის 2 ბურთიანი უპირატესობა დავძლიეთ. ვიცოდით, რომ ბრაიან სარაგოსას სიჩქარისა და ლუკას ბოიეს სიძლიერის გამო უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით.
გაუქმებული გოლი? VAR ზუსტად იმიტომ არსებობს, რომ მომენტი გადამოწმდეს. არ ვიცი, ფერანი რამდენად იყო დამნაშავე, თუმცა ჩვენი საშინაო დავალება უკეთესად უნდა შეგვესრულებინა", - აცხადებს სერჟი.
9 მატჩის შემდეგ "ბარსელონა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. პირველ ადგილს "რეალი" 24 ქულით იკავებს, რომელსაც "ჟირონა" 22 ქულით მოჰყვება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]