ჩავი ერნანდესი მალიორკასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი მალიორკასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესმა "მალიორკასთან" ფრედ (2-2) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ორი სერიოზული შეცდომა დავუშვით და ორი ქულა გავანიავეთ. ვიცოდით, რომ ცოტა შანსი გვექნებოდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით.

პენალტი იამალზე? გამეორება არ მინახავს. ჩანს, რომ მინიმალური კონტაქტი იყო, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, თამაში გაგრძელდა და უკეთესები უნდა ვყოფილიყავით.

ჩვენ ხუთმცველიანი სისტემის წინააღმდეგ შანსები შევქმენით. "სელტას" სამი გოლი გავუტანეთ, "მალიორკას" - ორი. არ ვფიქრობ, რომ შეტევაში პრობლემა გვაქვს, უფრო პირიქით.

ფერმინ ლოპესი და ლამინ იამალი ძალიან ძლიერები არიან. მათ უნდა გავუფრთხილდეთ და არ გადავწვათ.

ინიგომ კარგად ითამაშა. მისი პროფილის ფეხბურთელი გუნდში არ გვყავდა, ის ძალიან დაგვეხმარება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #13 28 სექტემბერი 2023 16:36
    1
    ხავი გააკუე და გაეკიდე.სანამ ტორესი და რაფინია გეყოლება.მითუმეტეს ძირითადში.ასე იქნება სულ.გაასხმევინე ორთავეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 28 სექტემბერი 2023 02:21
    0
    რაიო, ინიგომ კარგად ითამაშაო?! ინიგოს ამხნევებს ამ სიტყვებით თუ მარათალს ამბობს?! მაოცებს ეს კაცი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 27 სექტემბერი 2023 19:39
    1
    ჩვენ ხუთმცველიანი სისტემის წინააღმდეგ შანსები შევქმენით. "სელტას" სამი გოლი გავუტანეთ, "მალიორკას" - ორი. არ ვფიქრობ, რომ შეტევაში პრობლემა გვაქვს, უფრო პირიქით.
    ელაპარაკე ეხლა ამას,თურმე შეტევაში პრობლემა არ გვქონია, პრობლემა შეტევაშიც იყო, დაცვაშიც და მეკარეც საერთოდ ამ ბარდაკს აყვა ინსტიქტურად.
    ფანი [?]
    #10 27 სექტემბერი 2023 14:55
    5
    ვფიქრობ ხავის ამ თამაში არანაირი დანაშაული არ მიუძღვის .. დააასვენა ფეხბურთელები და რომ დაჭირდა ყველა გამოიყვანა რაც შეეძლო.. რაქნას რომ ორი უაზრო გოლი გავუშვით და ორჯერ გვქონდა ერთ ერთზე შანსი და ტორესმაც და რაფინიამაც ვერ გამოიყენეს და რაქნას რომ პენალტს არ გვიდებენ.. მოკლედ ეს თამაში მოსაგები იყო რომ არა პატარა ჩავარდნები შეტევაშ თუ დაცვაში .. ამ შემთხვევაში არ ვამტყუნებ.. გუნდი ვითარდება და ეგ მახარებს.. დალშე მომავალი გვიჩვენებს. ჯერ არაფერი საგანგაშო არაა . დიდი შანსია ისევ პირველზე ვიყოთ
    ფანი [?]
    #9 27 სექტემბერი 2023 14:14
    6
    ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ კაცს თავისი დამსახურებების გამო და სულ თავს ვიკავებ ნეგატიური კომენტარებისაგან, მაგრამ მაგიჟებს ასეთი განმარტებები, თითქოს ყველაფერი წესრიგშია და საფიქრალი არაფერია. გამოდის, რომ თუ ვინმეს არ მოსწონს ბარსას თამაში ეს მცდარი შეხედულებაა და მარტო ჩავის აზრია სწორი, რომ გუნდი კარგად თამაშობს. საზიზღარი მატჩები იყო როგორც სელტასთან, ასევე მალიორკასთან, და თუ ღრმა აუტსაიდერებთან ასე თამაშობენ, ვშიშობ სერიოზულ გუნდებთან ვერაფერს გახდებიან. სასიზღარი და მოსაწყენი საყურებელია ბარსას თამაში. არანაირი ტაქტიკა არ ჩანს, გუნდი მკვდარია როცა ერთი გოლით იგებს, მკვდარია როცა 1:2 აგებს და მკვდარია როცა ფრეა 2:2. იმის მაგივრად რომ ბოლ 5-7 წუთი ძალიან ძლიერ პრესინგზე გადავიდნენ და ბურთი შეტენონ კარებში, დასეირნობენ, თითქოს 5:0 იგბენ. ძალიან უსუსურ ფეხბურთს თამაშობს ბარსა და სამწუხაროდ ეს ჩავის დამსახურებაა. იმის მაგივრად რომ შეეჭამათ მალიორკა და მიუხედავად რეალის დღევანდელი უეჭველი გამარჯვებისა, შეინარჩუნებინათ ლიდერობა, მალიორკას შეაჭმევინეს თავი, მატჩი ჩააგდეს და ისევე მდევრის პიზიციაზე გადავლენ. მაგრამ ეხლაც შევიკავებ თავს ნეგატივისაგან და იმედს გამოვხატავ, რომ სიტუაცია გამოსწორდება, მაგრამ ასეთი მატჩები კლავენ იმედებს.....
    Culé [?]
    #8 27 სექტემბერი 2023 12:22
    2
    როცა იცი რომ რთული თამაში გელის და მომენტებს ვერ შექმნი, მაშინ იმაზეც უნდა იფიქრო რო გოლიც აღარ გაუშვა, თანაც 2 და 3 :)) 2 მატჩში 5 გოლის გაშვება ლალიგის ბოლო ადგილოსნებისგან, განგაშის ზარიც აღარაა უკვე, ჩამოქცეულ ჩამომხობილი დაცვის რგოლია..

    რაც შეეხება გოლებს, საერთოდ არ იყო მარტინესი არაუხოს ტანდემის (მიუხედავად ცუდი თამაშისა) ბრალი. 2ივე გოლი ერთწილად ტერ შტეგენის სინდისზეა და მეორე წილი ნახევარდაცვის მოლაბზულ მოუწესრიგებელი მოქმედების. მთლიანობაში ყველა დამნაშავეა თავისწილ, მაგრამ აქ პირველ რიგში ჩავის არ ქონია არაფერი ანალიზი სელტასთან 8 წუთიანი მონაკვეთის გარდა გამოტანილი. ზუსტად იგივე ხორიალა და ქაოსი იყო მთელი თამაში. უბრალოდ ის 8 წუთი ვეღარ დავიჭირეთ, რადგან ფელიში ლევანდოვსკის არ ეყოთ დრო მოედანზე და + ჟოაუს ქონდა საშინელი მატჩი.
    წევრი [?]
    #7 27 სექტემბერი 2023 12:04
    0
    ყველაზე დიდი შეცდომა იყო ინიგოს და არაუხოს ერთად დაყენება ერთი პირველად იყო ძირითადში ერთI ახალი მოშუშებული ესეთი რაღაცეები უნდა გათვალონ შტაბში. რაფინია და ტორესი არარიან მაღალი დონის ფეხბუღტელებიდა გამოჩნდა გუშინ რაცქ ქნეს გუნდოგანი ვაბშე სხვაგანაა რომეუ საერთოდ საიდან მოხვდა აქ ვერვიგებ საზიზღარია ჩვეულებრივად. კარგი ვინგერი საშვალო მარცხენა მცველი ძალოან კარგი საყრდენი და ახალგაზრდა ახალი იდეებით შეპყრობული ყვერებიანი მწვრთნელი გვჭირდება და შეიძლება თამაში
    Culé [?]
    #6 27 სექტემბერი 2023 12:00
    0
    ეს თვს იდებილებს თუ გუნდს მოტივაცია რო არ დაეცეს მაგიტო ამბობს ასეთებს
    Culé [?]
    #5 27 სექტემბერი 2023 11:59
    2
    ნუ ზოგადად ხავის ვაკრიტიკებ ხოლმე მარა ეს თამაში შტეგენის და რომეუს კისერზეა. 2 გოლი გავუშვით საერთოდ არაფრიდან. მომენტებიც გვქონდა რამდენიმე ( ტორესი, რაფინია) მარა კლასი არ ეყოთ. ლევანას დასვენებაც აუცილებელი იყო. ცალკე პენალტიც საკამათო იყო. საშინელი თამაში ჰქონდა ნახევარ გუნდს მარა მოგება მაინც შეეძლოთ, თან თავისუფლად.
    წევრი [?]
    #4 27 სექტემბერი 2023 11:55
    3
    ასი წელიც,რომ გავიდეს ეს კაცი სულ ასეთ უაზრობებს იბაზრებს.მე არ მჯერა ჩავის
    ფანი [?]
    #3 27 სექტემბერი 2023 11:34
    0
    რა ინიგომ კარგად ითამაშა შენ ხო არ ჩამოცხე ეგ და რომეუ ძოროთადში აღარ დააყენო ისევ აკადემიაში მიცე შანსი სხვებს ჯობს შანსი არ არის რომ ერთი საშვალო დონის ჩამშელიც კი არ იზრდება ლამასიაში
    ფანი [?]
    #2 27 სექტემბერი 2023 11:31
    0
    განსხვავება ისაა წინა სეზონთან, რომ შეტევაში რესურსი გვაქვს მეტი, შესაბამისად გატანაც ისე აღარ გვიჭირს, მაგრამ ზოგადად მომენტების რეალიზაცია ისევ გვიჭირს. ფერანმა და რაფინიამ რა მომენტები ანიავეს.. მაგრამ მიჩვეულები მაინც ვართ. დაცვას რაც შეეხება, ძირითადი ბირთვია დასაყენებელი და იშვიათი როტაცია, თორე სულ ასეთი არეულობა იქნება
    Culé [?]
    #1 27 სექტემბერი 2023 11:26
    1
    მოკლედ ჩავის ამ უაზრო ერთიდაიგივე სლეობის ბაზრობა არ მოწყინდა რა, მალიორკას რომ ვერ უგებ უკვე სერიოზული პრობლემას ნიშნავს და ეს პრობლემა ვფიქრობ მწვრთნელშია და არაა ფეხბურთელებში, არადა კბილებით ვიცავდი ჩავის და მჯეროდა მისი, რაღაცეები გამოდის კარგად მაგრამ არაა მეორე გვარფიოლა სამწუხაროდ, პეპი კიარა ზუდანის ნახევრის ნახევარიც არაა ტიპი, ზიზუმ იმიტომ მიაღწია ამდენს რომ ანჩელოტი ყავდა მასწავლებლად, ჩავიმ კიდე არ იკადრა ასისტენტობა, პირდაპირ არაბეთიდან დაგვიჯდა და შედეგიც სახეზე გვაქ, ორჯერ ჯგუფში ჩავრჩით, წელს უადვილესი ჯგუფი მოგვცეს მაგრამ ასე თუ გაგრძელდა მერვედფინალიდან ალბათ ნაპოლი გამოგვაგდებს.. ბევრი რამე შეცვალა სასიკეთოდ მაგრამ ეს ის არაა რასაც ეს შემადგენლობა უნდა თამაშობდეს. დიდი სისულელე იყო უპირობოდ კონტრაქტის გახანგრძლივება, უნდა მოეცადათ და თუ შედეგს ვერ დადებდა საერთოდ გასაშვები იყო.