მალიორკა 2-2 ბარსელონა | მიმოხილვა
"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-7 ტურში "მალიორკას" ვერ მოუგო.
ანგარიში მალევე გაიხსნა: ტერ შტეგენის არაზუსტ პასს "მალიორკას" შეტევა მოჰყვა, რომელიც გოლით ვედატ მურიქიმ დაასრულა. "ბარსამ" ანგარიში 41-ე წუთზე გაათანაბრა - შორეული დარტყმით პრედრაგ რაიკოვიჩის კარი რაფინია ბელოლიმ აიღო. ჩავის გუნდს კიდევ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეტი ვერ გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი მასპინძლებმა (აბდონ პრატსმა) მეორე გოლიც შეაგდეს და შესვენებაზე 2-1-ით გავიდნენ.
55-ე წუთზე "ბარსელონას" კარგი მომენტი შეექმნა, მაგრამ ჟოაუ ფელიშის უძლიერესი დარტყმა ძელს მოხვდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ლამინ იამალმა პენალტი მოიპოვა, თუმცა VAR-ზე გადამოწმების მერე მსაჯმა გადაწყვეტილება შეცვალა. საბოლოოდ, "ბარსამ" წონასწორობა მაინც აღადგინა: 75-ე წუთზე ჩავის შეგირდებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ფერმინ ლოპესის გოლით დასრულდა - 2-2.
⚽️ 1-0, მურიქი (8')
⚽️ 1-1, რაფინია (41')
⚽️ 2-1, აბდონ პრატსი (45+3')
⚽️ 2-2, ფერმინ ლოპესი (75')
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]