მალიორკა-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ლა ლიგის ტურს მოქმედი ჩემპიონი ლიდერის რანგში პირველად ხვდება. პირველ მატჩში ქულების დაკარგვის შემდეგ "ბარსელონამ" ხუთივე თამაში მოიგო და კატალონიური გუნდი დღეს შეეცდება, ეს წარმატებული სერია "მალიორკასთან" გასვლით შეხვედრაში განაგრძოს.
სათამაშო ფორმა
გასულ ტურში "ბარსელონას" მიერ ნაჩვენები თამაში სასურველისგან ძალიან შორს იყო, მაგრამ ჩავის გუნდმა 8 წუთში 3 გოლის გატანა და მატჩის 0-2-დან შემოტრიალება მოახერხა.
ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე "ბლაუგრანას" ზედიზედ 6 თამაში აქვს მოგებული, რისი წყალობითაც კატალონიელები ორივე ცხრილს ლიდერობენ.
"მალიორკა" სეზონის სტარტზე ცუდ ფორმაშია. ხავიერ აგირეს გუნდმა 6 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო, რის გამოც ბალეარელები მე-16 ადგილზე არიან.
საკუთარ კედლებში გამართულ ორ შეხვედრაში "მალიორკას" ჯერ გოლი არ გაუტანია.
დანაკლისი
"ბარსელონას" ლაზარეთში ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჰყავს და ორივე ნახევარმცველი - პედრი და ფრენკი დე იონგი.
მასპინძლებს ცენტრალური მცველი ანტონიო რაილო არ ეყოლებათ. საეჭვოა საყრდენი ნახევარმცველის, ომარ მოსკარელის თამაშიც.
ურთიერთშეხვედრები
ბალეარულ გუნდთან გამართული 71 თამაშიდან "ბარსამ" 42 მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და 17 წააგო. კატალონიელებმა გაიტანეს 142 და გაუშვეს 75 გოლი.
ბოლო წლებში "ბლაუგრანას" "მალიორკასთან" ძალიან კარგი შედეგები აქვს. კატალონიელებმა უკანასკნელი 11 თამაში მოიგეს, ბოლოს კი 2009 წელს წააგეს.
ბოლო წაგების შემდეგ "ბარსამ" მეტოქე მისსავე მოედანზე ზედიზედ 7-ჯერ დაამარცხა, აქედან ექვსჯერ ისე, რომ გოლი არ გაუშვია.
არბიტრი
შეხვედრას ალეხანდრო მუნის რუისი განსჯის.
მუნის რუისი 32 წლისაა. მან მსაჯობა 2014 წელს დაიწყო. 2019 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2021 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.
კარიერის განმავლობაში რუისი თამაშში საშუალოდ 27.9 ჯარიმასა და 0.33 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.3 ყვითელ და 0.4 წითელ ბარათს უჩვენებს. მის მიერ განსჯილი თამაშების 55%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 22%-ში - სტუმრები.
ალეხანდრო მუნის რუისის სტატისტიკა "მალიორკასა" და "ბარსელონას" თამაშებში:
მალიორკა | ბარსელონა | |
თამაში | 9 | 3 |
მოგება | 5 | 3 |
ფრე | 1 | 0 |
წაგება | 3 | 0 |
მოგების % | 56% | 100% |
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 1 | 0 |
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 2 | 0 |
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 1 |
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 0 | 0 |
სტატისტიკა
- "ბარსელონამ" "მალიორკასთან" გამართული ბოლო 11 თამაში მოიგო;
- "ბარსელონამ" "მალიორკასთან" სტუმრად გამართული ბოლო 7 თამაში მოიგო, აქედან 6 მშრალად;
- "ბარსელონას" "მალიორკასთან" 2009 წლის შემდეგ არ წაუგია;
- "ბარსელონა" "მალიორკასთან" გამართულ ბოლო 11 თამაშში პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
- "ბარსელონა" "მალიორკასთან" გამართულ ბოლო 20 თამაშში გოლის გატანას ახერხებდა;
- ამ გუნდების ბოლო 8 დაპირისპირებიდან ექვსში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- ამ გუნდების ბოლო 8 დაპირისპირებაში ანგარიშს "ბარსელონა" ხსნიდა;
- მიმდინარე სეზონში საკუთარ კედლებში "მალიორკას" ჯერ გოლი არ გაუტანია;
- ყველა ტურნირის გათვალისწინებით "ბარსელონას" 6-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს;
- "ბარსელონას" ბოლო 5 თამაშში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- "ბარსელონა" ბოლო 6 თამაშიდან ხუთში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.55 ანიჭებენ, რაც მოგების 65%-იან შანსს უდრის, "ბარსა" კი ასეთი თამაშების 69%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კანსელუ, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, რომეუ, გიუნდოგანი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფელიში.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კანსელუ, კრისტენსენი, მარტინესი, ბალდე, რომეუ, გიუნდოგანი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფელიში.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კანსელუ, არაუხო, მარტინესი, ბალდე, რომეუ, გიუნდოგანი, გავი, იამალი, ლევანდოვსკი, ფელიში.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კანსელუ, არაუხო, მარტინესი, ბალდე, რომეუ, გიუნდოგანი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფელიში.
პროგნოზი
- WhoScored: 0-2
- Sportsmole: 1-2
- Sportskeeda: 0-4
- 90min: 0-2
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]