ჩავი ერნანდესი სელტასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესმა "სელტას" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
არაჩვეულებრივი ქამბექი იყო. გუნდმა რწმენითა და შემართებით ითამაშა, საკუთარი თავის ბოლომდე გვჯეროდა. თუმცა ჩვენ ძალიან არეულები ვიყავით, თამაში უნდა გავაანალიზოთ.
როგორც წესი, სახლში 0-2 ჩამორჩენა უკვე მარცხს ნიშნავს ხოლმე, თუმცა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების გუნდში სხვა შედეგი დგება. ეს ყველაფერი "ბარსაში" თაობათა ცვლას კარგად აჩვენებს.
დღევანდელი მატჩი შემოტრიალების წერტილია. ეს გუნდისთვის გაფრთხილებაა. მსგავსი რამ აღარ უნდა დავუშვათ.
ყველაფერი ფეხბურთზეა არაა, მნიშვნელოვანია, აჩვენო ხასიათი და მენტალიტეტი, რომ მოგება გსურს.
მოგების აღნიშვნაც არ შემიძლია. სამშაბათს თამაში გვაქვს, ხვალ კი უნდა ვივარჯიშოთ.
დე იონგმა შეცვლა მოითხოვა. მას ტრავმა აქვს, თუმცა ვიმედოვნებთ, დაზიანება სერიოზული არაა.
ჩვენ როგორც ცხრილის ლიდერები ისე დავიძინებთ. ეს დადებითია. ვიმედოვნებთ, სეზონის ბოლოს შეგვეძლება, ვთქვათ, რომ ამ სამმა ქულამ ლა ლიგა მოგვაგებინა.
გავის ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია.
რაფინიას უფრო ცენტრში თამაში შეუძლია. მას ვუთხარი, რომ იამალთან პოზიცია გაეცვალა. მისი ჩაწოდებები ორივე ფეხით ძალიან სახიფათოა.
ლევანდოვსკი მეუბნება, რომ ფიზიკურად მშვენიერ ფორმაშია და თავს კარგად გრძნობს. ის თავდაჯერებულია. რობერტი დღეს ძალიან მნიშვნელოვან ქამბექში ორი გოლით დაგვეხმარა.
დღეს იამალის მოძებნა გვიჭირდა, მაგრამ მან კარგად ითამაშა. ლამინისთვის სათამაშო დროის მიღება მნიშვნელოვანია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]