ფეხბურთელთა კომენტარები ანტვერპენთან მატჩის შემდეგ

ფეხბურთელთა კომენტარები ანტვერპენთან მატჩის შემდეგ

ფეხბურთელთა კომენტარები "ანტვერპენთან" მატჩის შემდეგ:

ჟოაუ ფელიში

ყველამ დიდებულად ვითამაშეთ. გამარჯვება ძალიან გვიხარია.

თანაგუნდელები მეხმარებიან. მარტო ვერაფერს ვიზამდი. ყველანი ერთმანეთს ვეხმარებით და გვინდა, კლუბს წარმატებები მოვუტანოთ.

ასე უნდა გავაგრძელოთ. ყველაზე რთული რამ ამ ფორმის შენარჩუნებაა.

ფრენკი დე იონგი

ჩემპიონთა ლიგა ძალიან კარგად დავიწყეთ და ბედნიერი ვარ. შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს და თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ პირველი მატჩი იყო და ემოციებში არ უნდა გადავეშვათ - დასკვნების გამოტანა ჯერ ძალიან ადრეა. 

ჟოაუ ფელიში ძალიან ნიჭიერია და თავის პოტენციალს უკვე ავლენს. ის ძალიან დაგვეხმარება. ჟოაუ კანსელუ კი მარჯვენა მცველია, მაგრამ ნახევარდაცვას ხშირად უერთდება. ის შეტევაში ბევრს გვმატებს.

კონტრაქტის გახანგრძლივება? ამაზე ჩემი აგენტი მუშაობს. აქ ძალიან ბედნიერი ვარ.

ჟიულ კუნდე 

ჩვენ ყოველთვის მეტი გვსურს. გასულ წელს მეორე გოლის გატანა ძალიან გვიჭირდა. გვინდა, ბევრი გავიტანოთ.

დაცვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად გამოვიყურებით და ვფიქრობ, ასეც გავაგრძელებთ. წინ მთელი სეზონია.

ჟოაუებმა ადაპტაცია მალევე გაიარეს და ძალიან კარგად თამაშობენ. კანსელუ შეტევაში დიდ მონაწილეობას იღებს. 

რობერტ ლევანდოვსკი

გუნდით ვამაყობ. ბევრი შანსი შევქმენით და 5 გოლი გავიტანეთ - ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს ვაკონტროლებთ. როცა შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, ბევრი გოლი გაგვაქვს.

ჟოაუ ფელიში წინ თამაშობს და მომენტებს ქმნის როგორც ბურთით, ისე მის გარეშე. პორტუგალიელს ძალიან კარგად ვუგებ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 Wednesday, 14:54
    2
    როცა შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, ბევრი გოლი გაგვაქვს.
    სულ ამას გეუბნებით და დავიდა თქვენამდე? ერთ გოლს გაიტანდით და ტიკი-ტაკას იწყებდით, საშინელი საყურებელი იყო.
    იმედია კარგად ჩაიჭედავთ თავში, თამაში 90 წუთი, უფრო ზუსტად მსაჯის სასტვენამდე გრძელდება და ნებისმიერი მოდუნება შეიძლება კატასტროფად გვექცეს.
    გულშემატკივარი [?]
    #8 Wednesday, 14:09
    3
    ლევანდოვსკი: "ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს ვაკონტროლებთ. როცა შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, ბევრი გოლი გაგვაქვს." ხოდა ჩავი ესეთი კარგი თამაშების მერე ნუ დაუბრუნდები ისევ იმ დროს, როცა 1 გოლის მერე გუნდს დაცვაში აჯენდი და 1-0, 2-1 აწურინებდი...
    Culé [?]
    #7 Wednesday, 09:28
    1
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: Rick Sanchez
    "არასდროს შეგიყვარდეს იჯარით მოსული ფეხბურთელი" ეს დაუწერელი კანონია ფეხბურთის. დიდი შანსია ატლეტიკომ ფელიშს იმხელა ფასი დაადოს, ბარსამ ვერც იფიქროს მის გამოსყიდვაზე და აი მანდ დაერხევქ გუნდს...

    ერთი შანსია რო ფელიქსმა თითონ გაა.ტ.რაკოს. წელს ატლეს არ ერჩივნა ფელიქსი გაეყიდა ვიდრე ბარსასთვის მიეცა იჯარით? მარა ჯოაომ ან ბარსა ან დავრჩები და მიხადეთ ხელფასიო. შესაბამისად მოგვცეს. იმედია შემდეგ წელსაც იგივეს იზამს. იჯარას გავახანგრძლივებთ ან რაღაცა თორე მინიმუმ 70 მოითხოვენ და სად გვაქ. ვერც სახელფასო ჭერში ჩავტევთ. აბა სულ ნახევარ მილიონად კი არ ითამაშებს

    70 რო მოითხოვონ რა უჭირს, 120- ს მინიმუმ დაადებენ
    [?]
    #6 Wednesday, 08:40
    4
    ციტატა: Rick Sanchez
    "არასდროს შეგიყვარდეს იჯარით მოსული ფეხბურთელი" ეს დაუწერელი კანონია ფეხბურთის. დიდი შანსია ატლეტიკომ ფელიშს იმხელა ფასი დაადოს, ბარსამ ვერც იფიქროს მის გამოსყიდვაზე და აი მანდ დაერხევქ გუნდს...

    ერთი შანსია რო ფელიქსმა თითონ გაა.ტ.რაკოს. წელს ატლეს არ ერჩივნა ფელიქსი გაეყიდა ვიდრე ბარსასთვის მიეცა იჯარით? მარა ჯოაომ ან ბარსა ან დავრჩები და მიხადეთ ხელფასიო. შესაბამისად მოგვცეს. იმედია შემდეგ წელსაც იგივეს იზამს. იჯარას გავახანგრძლივებთ ან რაღაცა თორე მინიმუმ 70 მოითხოვენ და სად გვაქ. ვერც სახელფასო ჭერში ჩავტევთ. აბა სულ ნახევარ მილიონად კი არ ითამაშებს
    Culé [?]
    #5 Wednesday, 08:13
    0
    "არასდროს შეგიყვარდეს იჯარით მოსული ფეხბურთელი" ეს დაუწერელი კანონია ფეხბურთის. დიდი შანსია ატლეტიკომ ფელიშს იმხელა ფასი დაადოს, ბარსამ ვერც იფიქროს მის გამოსყიდვაზე და აი მანდ დაერხევქ გუნდს...
    Culé [?]
    #4 Wednesday, 07:50
    3
    დაცვაში რაუნდა ქნას ხავიმ ხუიოზნაეტ😃😃😃 ყველა კარგად თამაშობს მაგრამ ვფიქრობ არაუხო ხშირად უნდა დაასვენოს პატარა კლუბებთან თორე რეალთან ყველავარიანტში ეგ და კუნდე უნდა დადგეს
    გულშემატკივარი [?]
    #3 Wednesday, 07:47
    1
    გენაცვალეთ ბიჭობა ❤️❤️
    ფანი [?]
    #2 Wednesday, 02:47
    10
    ფელიშმა ასე თუ გააგრძელა ფულის აგროვება მოგვიწევს კაი თანხას დაადებს ატლეტიკო და უეჭველი უნდა დავითრიოთ🔥 იპოვა ძლივს თავისი გუნდი ემჩნევა რომ ყველაფერს აკეთებს და ბოლომდე იბრძვის
    გულშემატკივარი [?]
    #1 Wednesday, 02:23
    20
    თქვენ გენაცვალეთ გულში ბიჭებო განსაკუთრებით კიდევ ფრენკს🙃სული და გულია დღეს ეს ბიჭი ამ კლუბის და მაქსიმალურად უნდა მოეფერნონ
    როგორ გავყვე სახლამდე მაისურზე რო შევიპირო ეს კარგმოტ.ნული ბავშვი😃