ჩავი ერნანდესი ანტვერპენთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი ანტვერპენთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესის კომენტარი "ანტვერპენთან" მატჩის შემდეგ:

შედეგითა და თამაშის ხარისხით ძალიან ბედნიერი ვარ. დღევანდელი შეხვედრა "ბეტისის" წინააღმდეგ გამართულ მატჩთან ერთად "ბარსაში" ჩემი მწვრთნელობის პერიოდში საუკეთესოა.

გიუნდოგანი და კანსელუ ისეთი მწვრთნელის (გვარდიოლა) ხელში თამაშობდნენ, რომელიც კარგ ფეხბურთს ქადაგებს. მათი თამაშის ხილვა სიამოვნებაა. ილქაისთვის რამის თქმა საჭირო არაა - მან ყველაფერი თავად იცის, ისევე, როგორც ჟოაუმ.

ეს დონე და მიზნისკენ სწრაფვა უნდა შევინარჩუნოთ.

ვან ბომელმა მითხრა, რომ ძალიან კარგი გუნდი მყავს და მას ვუთხარი, რომ კი, კარგ ფორმაში ვართ.

ჟოაუ ფელიშს თავისი როლი შესანიშნავად ესმის. ვხედავ, რომ ის ბედნიერია და ერთობა.

არტურ ვერმეერენი დღეს კომფორტულად არ იყო, მაგრამ ის შესანიშნავი ფეხბურთელია და დიდი მომავალი აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 Wednesday, 14:59
    3
    ისე გიუნდოგანი მართლაც დიდებულ პასებს აკეთებს, ჟოაუსკენ გაშვებულზე ჯერ ვიფიქრე ვერ მიიღებს თქო და გოლიც გავიდა. სასწაულია, ძველი ბარსა 2-3 წლის წინანდელი მახსენდება.
    Culé [?]
    #3 Wednesday, 08:10
    2
    უბნის ფეხბურთს ჰგავდა მაინც ეს თამაში. რაც უნდოდათ ყველაფერი გამოსდიოდათ და ანტვერპენიც ვერ უშლიდა ხელს. ყველა წერტილიდან ურტყავდნენ და ბოლოს მომეტებს ანიავებდნენ ამ თამაშ-თამაშში.
    გულშემატკივარი [?]
    #2 Wednesday, 05:09
    3
    ციტატა: Don_Andresito
    სიმეონეს გამოაღებინა 😁😁

    შიგ სერესოში და სიმეონეში მაესტროსგან😃
    [?]
    #1 Wednesday, 01:46
    5
    სიმეონეს გამოაღებინა 😁😁